... (H-302), 1803 წ.

835. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა, ყოვლიმც შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა, სად წაიყუან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა, მაგრამ ღ~თი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა-

836. ავთანდილ მისი გაყრილი, ჰსტირს ჴმა მისწუდების ცათამდის, იტყვის თუ ღვარი სისხლისა, კულაცა მდენია კულაცა მდის, აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის, კაცი არ ყველა ჰსწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის-

837. ველს მაშინ მჴეცნი ჰსძღებოდეს, ცრემლითა მუნ ნატირითა, ვერ დაივსებდა საჴმილსა, იწვის ცეცხლითა ჴშირითა, კვლავ თინათინის გონება, ავსებს უფროვე ჭირითა, ბაგენი ვარდებრ ნათობდეს, ბროლი ძოწისა ძირითა-

838. ვარდი ჭკნებოდა ზრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა, ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა, გაჰმაგრებოდა სიკუდილსა, ამისთვის არ უმჴნეოდა, იტყოდა ბნელი რად მიკვირს, რადგან დამაგდე მზეო და-

839. მზესა ეტყჳს მზეო გიტყჳ, თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქუენ ანათებთ მთა და ბარად, ხელსა მალხენს ხილუა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცდარად, მაგრამ ჩემი რად დააგდეთ, გული ცივად გაუმთბარად-

840. თუ ერთისა მოშორება, მზისა ზამთრის გაგვამცივებს, მე გლახ ორნი დამიჰყრიან, გული ამად რად არ ივნებს, მაგრამ კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს, წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაასივნებს-

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა

841. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყჳს მზესა, აჰა მზეო გიაჯები, შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა-

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

842. მო ზუალო მამიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ჰჴშირსა, შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა, მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა-

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

843. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბრჭესა სრულსა, მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა, ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა, მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა-

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

844. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭარ ლახურითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, როგორ გავსრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა-

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან

845. მოდი ეასპიროზ მაგრე რა, მან დამწუა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე, მოუცავს ძოწისა ბაგითა, შენ დააშუჱნებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა, ვისმე ჩემებრსა დააგდებს, გაჰხდი ცნობითა შმაგითა-

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

846. ოტარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხუასა, მზე მაბრუნვებს არ გამიშუჱბს, შემიყრის და მიმცემს წვასა, დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკუჱთ გაწლობილსა, ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა-

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

847. მოი მთვარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვჰმჭლდები, მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვჰჭლდები ზოგჯერ ვჰმჭლდები, მას უამბენ ჰსჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვჰბნდები, მიდი უთხარ ნუ გამწირავ, მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები-