... (H-925), XVIII ს.

837. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა ეტყვის თუ მოკვდე გერგების სიტყვითა რა ოხერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქნა სიტყვითა ვერა ვერითა

838. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა აღარ გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცთარა თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გეაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა

839. სადა ინდონი ბროლვარდსა სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა

840. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი

841. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დაიკარვებდა დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა

842. ცხადად უთხრა შევჯდებიო მომიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა ტანი მჭევრი აძვრევინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა

843. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შიაერთა

844. რა შეატყვა მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან

845. შერასმეყვეს საუბარსა სიტყვა კადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული როგორ გიყვარს როგორ გიღირს თქუი დავიღო მერმე სული

846. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

847. ავთანდილ უთხრა ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქუამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქებსა უარესისა რჩევასა

848. სამხრე გაბია ოქროსა ოქრო მჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყუიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტნი თვით მერმე შენი დობილი

849. თქუჱნს შუა მქნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა თქუჱნი შემყრელი მსახური შენგან ღირსქმნილი ჴმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

850. მან უბრძანა რაცა გითქვამს უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად

851. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

852. ამას ეტყვის შენთვის დავსდებ გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულება თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ჴელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა

853. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდაა გამარჯუება ღ~თსა უნდეს მოცაგჴუდების

854. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერთა მწრთელი უყვარს უგუნურსა გულსა ჰგუმირდეს მაგრამ რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს

855. ცვილსა ცეცხლის სამჴურვალე უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცავისრა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი ჩემი გული რაგვარ დნების

მბობა ტარიელისა გან ავთანდილისა ლომ ვეფხვი რომ დაეხოცა