... (H-925), XVIII ს.

817. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭურეტად მათდა

818. რა ტარიელ დაინახა გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

819. ერთკენ უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლმოცხებული კვლავ სხვაგნით ვეფხი უსულო მკვდარი ქვედანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

820. თვალთა ახმადცა ზარედვა სრულად მიხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკვდილსა მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელდობით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

821. ჴელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უყივის მართ სახელდობით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალდაუფახველსა

822. ესე ყუელაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ბედსა ცხოველსა მათებრივ არა შობილა

823. უთხრა ძმაო არ გიტყუვე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრამ გვედრებ დამარხვასა მჴეცთა საჭმლად არა მიმცე

824. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის საჴმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მგზავსი სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

825. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შინა გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

826. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ არას წადილსა ისრულებ ვისთვის კვდები ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

827. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ საჴმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან

828. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რად ა ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოებს სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს არღარა ღირს არცა ჩირად

829. რადგან ვარდი ამას იტყუის უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა რა უქმნია უარაკო

830. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი რად მეჭუ რასაცა თნებასა

831. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რა ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა დრო მომეახლა ლხენისა

832. ამას მოკვდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ კულა რამე გავიხარენით მოი მოყუარეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

833. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მომეგებოს ამიტირდეს და ამატიროს ჰკითხე ასთა ქენ გულისა რა გინდა ვინ გივაზიროს

834. მართ გარდაწყუეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა სიკვდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავჰყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ჴელსა მჴდი რასა დამშლიან ჩემნი კავშირნი შევრთვივარ სულთა სირასა

835. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკვდილი მახლავს ხელქნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად

836. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ხელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს თუმცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა