... (Q-296), XVIII ს.

840. მას წამავალსა ვკითხევდი დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღა მნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავყრი არეთა არ გავსჰტეხ მის ქადებულსა

841. მას ზენაარს არ გაუტეხ მას ფიცსა არ ვერცუვები მას პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

842. ჩემთვის გარდაჴდა მას აქეთ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ჴელქმნილსა სულთქმისა ზედა ზედისა დავიწყებივარ სიკუდილსა ნახე ნაქმარი ბედისა

843. ესე არაკი მართალი ჩინს ქუასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია

844. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბრჭევ რა მიქნია სამსახური ტყუესა ტყვისად გამოჭრილვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

845. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსვლითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ

846. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმერთისგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი

847. ესე ყველაი ასე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა

848. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულთა ბრძენთა სიტყვა გავაადრო წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თვარე ბედი აზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვკადრო

849. ამისმეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გაჰხდა შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

850. იტყუის ღმერთო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა და მოთქმა და ტირილი

851. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

852. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა რა მჭვუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ ტანისა

853. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭმუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

854. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ბედსა ჩემსა რა სასჯელი მამივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლენ დღენი ჩემნი ჭირნი ამით გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხნი რომ დახოცა

855. მოვიდა და მიუბნობდა ყმა მტირალი ფერ შეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

856. რა შეხედა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა ბროლი ბროლად სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცილდა ჭვრეტად მათდა

857. რა ტარიელ დაინახა განაღამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყვარელნი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შემოხედა სოფლით გაღმა გაებიჯა