... (H-740), XVIII ს.

804. მას: მისცა: მონა: დიაცმან: წინამძღურად: წაცამყუანელად: კულა: მიჰყივლა: ვინათგან: ცეცხლი: აწ: ცხელია: ნელად: თუ: მოვითა: ჰკლა: იგი: ყმა: ჩემად: გულისა: მფხანელად: ბეჭედი: ჩემი: აცვია: მას: გვედრებ: მოსატანელად:

805. ავთანდილ: გავლო: ქალაქი: მით: უებროთა: ტანითა: ზღვის: პირსა: სახლნი: ნაგებნი: დგეს: ქუითა: წითელ: მწვანითა: ქუეშეთკე: სრითა: ტურფითა: კულა: ზედათ: ბაღის: ბანითა: დიდროანითა: ტურფითა: მრავლითა: თანის: თანითა:

806. მუნ: მიჰყავს: პირმზე: ავთანდილ: მას: მისსა: წინა: მძღომელსა: ჴმა: მდაბლად: ჰკადრებს: ისია: სრა: ისი: ეძებ: რომელსა: უჩვენებს: ეტყუის: ხედაო: ბანსა: ზედა: ქუე: მდგომელსა: იქი: წევს: ძილად: იცოდი: ანუ: ქუე: ჰპოებ: მჯდომელსა:

807. კარსა: წინა: დარაჯანი: ორნი: უწვეს: მას: გლახ: ყმასა: ყმა: გავიდა: გაეპარა: დააგდებდეს: ვირე: ჴმასა: თვითო: ჴელი: ყელსა: მიჰყო: მუნვე: მისცა: სულთა: ჴდასა: თავი: თავსა: შეუტაკა: გაურია: ტუინი: თმასა:

808. იგი: ყმა: საწოლს: მარტო: წვა: გულითა: ჯავრიანითა: ჴელ: სისხლიანი: ავთანდილ: შედგა: ტანითა: ჯანითა: ვეღარ: აესწრა: იდუმალ: მოკლა: ვერცა: თუ: ვცანითა: ჴელი: მოჰკიდა: დაასკუნა: მიწასა: დაკლა: დანითა:

809. მჭვრეტელთა: მზე: და: მებრძოლთა: მჴეცი: და: ვითა: ზარია: ბეჭდითურთ: თითი: მოჰკუეთა: ეგრე: გლახ: მოკლა: დარია: ზღვითკე: სარკუმლთა: გასტყორცა: ზღვისა: ქვიშათა: გარია: მისთვის: არცაღა: სამარე: არცა: სათხარად: ბარია:

810. ჴმა: მათისა: დაჴოცისა: არ: გაისმა: არსით: არა: წამოვიდა: ვარდი: ტკბილი: რასამცავით: გაემწარა: ესე: მიკუირს: სისხლი: მათი: ასრე: ვითა: მოიპარა: რომე: წეღან: წამოევლო: გზა: იგივე: წაიარა:

811. რა: ფატმანისსა: შევიდა: ლომი: მზე: მოყმე: წყლიანი: უბრძანა: მოვკალ: მან: ყმამან: დღე: ვეღარ: ნახოს: მზიანი: თვით: მონა: შენი: მოწმად: მყავს: ფიცი: აფიცე: ღ~თიანი: აჰა: თითი: და: ბეჭედი: და: დანა: მაქუს: სისხლიანი:

812. აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: რად: გაშმაგდი: ისრე: რეტად: რას: გექადდა: ისი: კაცი: მესწრაფების: მეტის: მეტად: ფატმან: ფერჴთა: მოეხუია: არ: ღირსვარო: პირსა: ჭურეტად: გამიმრთელდა: გული: წყლული: ახლა: დავჯე: ცეცხლთა: შრეტად:

813. მე: და: უსენი: შვილითურთ: აწ: ახლად: დავიბადენით: ლომო: ქებანი: შენიმცა: ჩვენ: ვითა: ვადიადენით: ვინათგან: სისხლთა: იმისთა: დაღურევა: დავიქადენით: თავითგან: გითხრობ: ყუელასა: თქუენ: სმენად: დაემზადენით:

ნესტანდარეჯანის ამბვის მბობა ფატმანისაგან ავთანდილს წინაშე:

814. ამა: ქალაქსა: წესია: დღესა: მას: ნავროზობასა: არცავინ: ვაჭრობს: ვაჭარი: არცავინ: წავა: გზობასა: ყოველნი: სწორად: დავიწყებთ: კაზმასა: ლამაზობასა: დიდსა: შეიქმენ: მეფენი: პურობა: დარბაზობასა:

815. ჩვენ: დიდვაჭართა: ზედა: გვაც: დარბაზს: მიღება: ძღვენისა: მათ: საბოძურისა: ბოძება: მართებს: მგზავსისა: ჩვენისა: ათ: დღემდის: ისმის: ყოველგნით: ჴმა: წინწილისა: სმენისა: მაედანს: მღერა: ბურთობა: დრგიალი: ცხენთა: დგენისა:

816. ქმარი: ჩემი: დიდ: ვაჭართა: წაუძღვების: უსენ: წინა: მათთა: ცოლთა: მე: წავასხამ: მაწვეველი: არად: მინა: დედოფალსა: ძღვენსა: უძღუნით: მდიდარი: თუ: გლახა: ვინა: დარბას: ამოდ: გავიხარებთ: მხიარულნი: მოვალთ: შინა:

817. დღე: მოვიდა: ნავროზობა: დედოფალსა: ძღვენი: ვძღვენით: ჩვენ: მივართვით: მათ: გვიბოძეს: ავავსენით: და: ავივსენით: ჟამიერად: მხიარულნი: წამოვედით: ნებით: ჩვენით: კულა: დავსხედით: გახარებად: მუნებურნი: არ: ვიყუენით:

818. ბაღსა: შიგან: თამაშობად: საღამოსა: გავე: ჟამსა: გავიტანე: ხათუნები: მათი: ჭმევა: ჩემგან: ჴამსა: მომყუებოდეს: მომღერალნი: იტყოდიან: ტკბილსა: ჴმასა: ვიმღერდი: და: ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი: რიდე: თმასა:

819. იქ: ბაღსა: შიგან: ტურფანი: სახლნი: ნატიფად: გებულნი: მაღალნი: ყოვლგნით: მხედველნი: ზღვა: ზედა: წაკიდებულნი: მუნ: შევიტანენ: ხათუნნი: იგი: ჩემთანა: ხლებულნი: კულა: დავიდევით: ნადიმი: დავსხედით: ამოდ: შვებულნი:

820. ვაჭრის: ცოლთა: მხიარულმან: უალერსე: ამოდ: დურად: სმასა: ზედა: უმიზეზო: გავჴე: რამე: უგემურად: რა: შემატყუეს: გაიყარა: სხდომილიყო: რაცა: პურად: მარტო: დავრჩი: სევდა: რამე: შემომექცა: გულსა: მურად:

821. უკუმოვახუენ: სარკუმელნი: და: შევაქციე: პირი: ზღვასა: ვიხედვიდი: ვიქარვებდი: კაეშნისა: ჩემგან: ზრდასა: შორს: ამიჩნდა: ცოტა: რამე: მოცურვიდა: შიგან: ზღვასა: მფრინველად: ვთქუი: ანუ: მჴეცად: სხვად: ვამგზავსე: მემცა: რასა:

822. მაშორვიდა: ვერად: ვიცან: მომეახლა: იყო: ნავი: ორთა: კაცთა: ტანად: შავთა: თვით: პირიცა: ედგა: შავი: იქით: აქათ: მოსდგომოდეს: ახლოთ: უჩნდა: ოდენ: თავი: გამოვიდეს: გამიკუირდა: იგი: უცხო: სანახავი: