... (W-27), XVII ს.

814. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყუნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხუსა ზოგჯერ ძვირსა

815. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს წყალნი ცრემლი ველთა მოადინნეს დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინნეს

816. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოჭით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირე უჩნდა ერთმანერთი იზახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახნეს დაღრეჯილნი მზე დაიღრეჯს მათით ღრეჯით

წასულა ავთანდილისა ფრიდონის შესაყრელად

817. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სადაურსა სად წაიყუან სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრა ღ~თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

818. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ჴმა მისწუდების ცათამდის იტყუის თუ ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ გაყრა აგრე ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

819. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდა სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა საჴმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კულავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

820. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟუარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა ამისთუის არ უმჴნეოდ ა იტყუის თუ ბნელი რას მიკუირს რადგან დაგაგდე მზეო და

821. თვე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაჰკუეთს ანუ გაასივნებს

822. მზესა ეტყვის მზეო გიტყუი თინათინის ღაწუთა დარად შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს თქუენ ანათობთ მთად და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭურეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად გაუმთბარად

823. იტყუის თუ ჩემი ჴელმქმნელი მაღლა მზეა და ცად არი ვინ პირი მგზავასად პირისა შექნა და შეაცადარი უმისოდ სულდგმულობასა გულო ვით შეაცადარი ვაი სიცოცხლისა სოფელმან აროდეს არ დამცა დარი

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავისა გუნებაში

ამას მეფეთა ეტლად იტყვიან

824. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყუის მზესა ეჰა მზეო გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყუარელსა ნუ შემიცული ღამედ დღესა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

825. ჰე მუშთარო გეაჯები შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მოდა უყავ სამართალი გაებჭობის გული გულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთუის წყლულსა

ამას მესისხლეთა და დუშმანთა ეტლად იტყუიან

826. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსუარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა

ამას სევდიანთა და კაეშანთა ეტლად იტყუიან

827. მოი ზუალო მომიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა