... (H-403), 1818 წ.

836. მარტო მოსთქმიდის ტიროდის: ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა: ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის: პირ მზე გულ მარიხიანი჻ იტყვის დავჰყარენ ვარდნი და: აჰა მე ვაგლახიანი჻

837. აწ ვერ ვიტყჳ მაშინდელსა: მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის: რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თვალნი გაეწითლის: ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქუაბნი ნახნა გაეხარნეს: ზე გავიდა ქვაბთა კარსა჻

838. რა ასმათმან დაინახა: მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით იამა სიხარულსა: მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდაჴდა მოეხვია: აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს: მოსლვა უცხო იამების჻

839. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი: ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ატირდა ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყჳს რა წახველ გაიჭრა: ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი: არ ნახვით არ ამბავითა჻

840. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე: ჰკრეს ლახუარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყჳს აჰა დაო: ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა: არ ვეცრუე ვით მეცრუა჻ ვერ იქმოდა რად მიქადა: თუ მიქადა რად მიტყუა჻

841. თუ უმისოდ სოფელს ყოფა: რათგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავვიწყდი რად მივსცილდი: რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა: რად შემართა ვით გაჰპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან: ჩემი რამცა გამიკვირდა჻

842. კვლავ ქალი ეტყჳს მართლა ხარ: მაგისა დამძიმებასა჻ მაგრა რა გაბრჭო მართალი: ნუ მეჭუ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის და: პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის: მართ დღეთა შემოკლებასა჻

843. გული ცნობა და გონება: ერთმანერთზედან ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა: წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს: კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავნ არ იცი: მას რომე ცეცხლნი სწვიდიან჻

844. შენ უმართლე ხარ ემდურვი: შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გაჴდა: ვითა გიამბობ ცნობილსა჻ ენა დაშვრების გაცვდების: გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს: მე უბედურსა შობილსა჻

845. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი: არცა ვის ამბად სმენია჻ თუ არა კაცთა სასჯელი: ქვათაცა შენაძრწენია჻ დიჯლადცა კმარის მას რომე: თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

846. მას წამავალსა ვჰკითხევდი: დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა჻ მოვიდეს რა ქნას ავთანდილ: მისსა დამვედრე დობულსა჻ მიბრძანა მოღმა მნახვიდეს: მე მისთვის გაცუდებულს჻ ამათ არ დავყრი არეთა: არ გაჰვსტეხ მის ქადებულსა჻

847. მას ზენაარსა არ გაუტეხ: მას ფიცსა არ ვერცუები჻ მას პაემნამდის მოვიცდი: რაზომცა გამდის რუები჻ თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს: თქუას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხვდე უკჳრდეს: სიცოცხლე არს სათუები჻

848. ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ: გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა: მჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ჴელქმნისა: სულთქმისა ზედა ზედისა჻ დავვიწყებივარ სიკუდილსა: ნახე ნაქმარი ბედისა჻

849. ესე არაკი მართალი: ჩინს ქუასა ზედა სწერია჻ ვინ მოყუარესა არ ეძებს: იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინა: ვერ ვარდი გვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე: ქენ რაცა შენი ფერია჻

850. ყმამან უთხრა უმართლე ხარ: არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრა გაბჭევ რა მიქნია: სამსახური ტყუესა ტყჳსად჻ გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით: ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ: ვიარები ველთა ვლისად჻

851. ბროლ სადაფნი მარგალიტსა: ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვიახელ: ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსვლითა ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცვლად მათთა წყალობათა: მათნი გულნი შევაურვენ჻

852. პატრონი ჩემი გამზრდელი: ღ~თსაგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე: ცა წყალობისა მთოველი჻ მას უორგულე წამოველ: მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღ~თისაგან: კარგსა არაღას მოველი჻

853. ესე ყველაი ასრე მჭირს: დაო ბედითა მისითა჻ არ უტყუვე და მოვსულვარ: მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასულა: ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდ მაშურალი და მტირალი: ქვე ვზი პირითა მქისითა჻

854. დაო მეტსა საუბარსა: აღარ მამცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა: ბრძენთა სიტყვა გავაადრო჻ წავალ ვძებე ანუ ვპოვებ: ან სიკვდილი მოვიადრო჻ თვარამ ბედი აზომ თურმე: მიკვეთს ღ~თსა რაღა ვჰკადრო჻

855. ამის მეტი აღარა თქვა: ატირდა და წამოვიდა჻ ქვაბი ჩავლო წყალსა გაჰხდა: შამბი გავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი: ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა: ბედსა ამას უზრახვიდა჻