... (H-403), 1818 წ.

817. თუ თავი შენი შენ გახლავს: ღარიბად არ იხსენები჻ მაგრა მე რა ვჰქნა გაზრდილო: აწ სახლად მართებს სენები჻ გამაღარიბე დამაგდე: გულსა გლახ ვისთვის ენები჻ შენად შეყრამდის პატიჟთა: ჩემთა ვერ იტყჳს ენები჻

818. ოდეს გნახავ მხიარულსა: ნადირობით შემოსრულსა჻ ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა: ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა჻ ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა: სასმენელად მე მასულსა჻ აწ უშენოდ რა გლახ უყო: საჯდომსა და სრასა სრულსა჻

819. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი: რაზომცა დია ირები჻ შენ შენი მშვილდი დაგარჩენს: შენთა ისართა პირები჻ ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით: გაგიადვილოს ჭირები჻ მაგრა თუ მოვჰკვდე გაზრდილო: ვისგანღა დავიტირები჻

820. ზარი გაისმა შემოკრბა: ჯარი მრავალი კაცისა჻ დარბაზს ხასთაგან ჯარია: ჴელითა წვერთა ტაცისა჻ იგლეჯს და იცემს ყუელაი: ჴმა ისმის თავსა ტკაცისა჻ თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა: რადგან მზე მიგვიდრკა ცისა჻

821. რა მეფემან დიდებულნი: ნახა სულთქმით შემოსტირნა჻ უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან: შუქნი სრულად დაგვიძვირნა჻ რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ: რად დაგუყარნა რად გაგუწირნა჻ სპანი მისგან დაჭირულნი: ვინცაღა ვით დაგვიჭირნა჻

822. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს: მერმე დაწყნარდეს გვიანად჻ მეფემან ბრძანა იკითხეთ: მარტოა ანუ ყმიანად჻ მოვიდა მონა შერმადინ: მოშიშრედ სირცხვილიანად჻ ანდერძი ჰკადრა ატირდა: სიცოცხლე უჩნდა ზიანად჻

823. მოახსენა საწოლს ვჰპოვე: ესე მისგან დანაწერი჻ დგეს მონანი ნატირებნი: დაეგლიჯა თმა და წვერი჻ იგი მარტო გაპარულა: ყმა არ ახლავს არცა ბერი჻ მე თუ მამკლავთ მემართლებით: სიცოცხლე მჭირს შეუფერი჻

824. რა ანდერძი წაიკითხეს: კვლავ იტირეს დიდი ხანი჻ მერმე ბრძანა მხიარულსა: ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი჻ ვამლოცველნეთ დავრდომილნი: ობოლნი და ქვრივნი სხვანი჻ შევეწივნეთ მშვიდობისა: ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი჻

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

825. მთვარე მზესა მოეშორვოს: მოშორვება გაანათლებს჻ რა იახლოს შუქი დასწვავს: გაეყრების ვერ იახლებს჻ მაგრა ვარდსა უმზეობა: გააჴმობს და ფერსა აკლებს჻ ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა: ჭირსა ძველსა გაგვიახლებს჻

826. აწყა დავიწყებ ამბავსა: მის ყმისა წამავლობასა჻ მივა და მიტირს გულმდუღრად: ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა჻ წამ წამ მობრუნდის იაჯდის: მისთვის მზისავე მზობასა჻ უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის: თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა჻

827. რა მიიახლის დაბნედად: ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად჻ მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან: მგზავსად წყაროსა დენისად჻ ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის: ღონედ პატიჟთა თმენისად჻ რა გაემართის არ იცის: მას თუ არბევდის ცხენი სად჻

828. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი: კრულია ვინცა დადუმდეს჻ რადგან შენ დაგრჩა გონება: გული შენკენვე დაბრუნდეს჻ თვალთა მტირალთა შეხედვა: შენივე სწადდეს და უნდეს჻ სჯობს საყვარელსა მოყვარე: რაზომცა დაუძაბუნდეს჻

829. მე რა ვქნა შენად შეყრამდი: ანუ რას მეჭუდე ლხენასა჻ თავსა მოვიკლავ მე თუმცა: შენგან არ ვეჭვდე წყენასა჻ მაგრა შენ გაწყენ ჩემისა: არ სიცოცოხლისა სმენასა჻ მოდი და მივსცნე ცოცხალმან: თვალნი ცრემლისა დენასა჻

830. ტირს იტყჳს დადვა კეშანი: ლახვარმან ჩემთვის ათმანო჻ ჰინდოთა რაზმან ჩემად კვლვად: თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო჻ თვალთა გიშერი აშვენებს: სათმან რად მამკლა სათმანო჻ ბაგე კბილო და თვალ წარბო: მამცემდი პატიჟთა თმანო჻

831. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად: გთქვის მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა: მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის მორჩილობენ ციერნი: ერთის იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე: შეყრამდის ჩემად და მისად჻

832. ვის ხატად ღ~თისად გიტყჳან: ფილასოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყვექმნილსა: ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლ ბალახშისა მძებნელმან: სათნი დავჰკარგე მინანი჻ მაშინ ვერ გავსძელ სიახლე: აწ სიშორესა ვინანი჻

833. ამას მოთსქმიდის იწოდის: ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში: ისწრაფდის იარებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკვლავთა: ამოსულა იამებოდის჻ მას ამსგავსებდის ილხენდის: უჭურეტდის ეუბნებოდის჻

834. მთვარესა ეტყვის იფიცე: სახელი ღ~თისა შენისა჻ შენ ხარ მამცემი მიჯნურთა: მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქვს წამალი მისისა: მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა: შენ გამო შენებრ მშვენისა჻

835. ღამე ალხენდის დღე სჯიდის: ელის ჩასვლასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიჴდის: უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანა რთვიდის ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კულავ გაემართის ისწრაფდის: წასლვასა მისვე გზისასა჻