... (H-302), 1803 წ.

816. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმაა ჰსწავლა ჰსწავლად, ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქუენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე რათგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად, არას ვარგებ არ დავჰსდგები, სხუა ვიუბნა რაღა მრავლად-

817. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად, მისის კითხვით წამოვჰსრულვარ, არ მთვრალ ვარ და არ მახმურად, აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხველო ჯაბან ჴდლურად-

818. მაგ საუბარსა ესე ჰსჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი, მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყოს ცნობილი, ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი, შენ ვერას ირგებ მე მარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი-

819. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითუჱ წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ჰბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა-

820. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მგზეფსა, აქავ ქუაბსა მამნახვიდი, მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა, ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა, ამას ვარდ იეფსა, ვარდთა ნახვა მოგალხენდეს, ველთ მიდამო სანახეფა-

821. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქუაბსა არ მოვიდე, ცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვჰკვე კიდე, ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღურიდე, მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე-

822. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი, მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი, არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი ღ~თი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი-

823. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყუა გამიმეტდეს, არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს, თუ არ მოგყუჱს საყუარელი, შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს-

824. არ დაიჯერო მაშინ ჰსცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა, ჩემთვის ყუჱლაი ჰსწორია, გაჭრა და გაუჭრელობა, შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ, მჰსრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მამხვდეს რაღა ვჰქმნა, არ დია დღეთა გრძელობა-

825. საუბარი გარდაჰსწყვიტეს, დააპირეს ესე პირი, ცხენსა შესხდეს მოიარეს, თჳთო მოკლეს ველს ნადირი, შემოიქცეს აატირეს, გული კულაცა ანატირი, ხუალ გაყრისა გონებამან, სხუა უმატა ჭირსა ჭირი-

826. ლექსთა მკითხუჱლნო თქუჱნიმცა, თუალი ცრემლისა მღურელია, გულმან გლახ რა ჰქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია, მოშორვება საყუარლისა, გაყრა კაცისა მკულელია, ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია-

827. დილა გათენდა შესხდეს, და მას ქალსა გაესალამნეს, ტარიელ ასმათ ავთანდილ, თუალთაგან ცრემლნი ალამნეს, სამთავე ღაწუთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა, თავნი მჴეცთანა ალამნეს-

828. ქუაბი ჩავლნეს და წავიდეს, ტირილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს მოჰსთქუამს ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი, მზემან დაგუწა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი, ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი-

829. მათ ყმათა მუნით წასულთა, იგი დღე ერთად იარეს, ზღუის პირს მივიდნენ მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამე, კულავ ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფა, იტირეს იმგლოვიარეს-

830. ტარიელს უთხრა ავთანდილ, რუ გაჴმა ცრემლთა დენისა, რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა, მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშუჱნისა, აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა-

831. ტარიელ სიტყუით ასწავლის, მჴარსა ფრიდონის გზასასა, მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა, აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ნახო ჩემი უანბე, გკითხავს ჰამბავსა ძმისასა-

832. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღვისა პირსა, ჰსუს და ჭამეს რაცა ჭამა, შეჰფერობდა მათსა ჭირსა, მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა, ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა-

833. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს, მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს, თუალთა ვითა წყაროს თუალნი, ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხანს დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს-

834. გაიყარნეს ტირილით და, პირსა ხოკით თმათა გლეჯით, ერთი აღმა ერთი დაღმა, უგზო მივლენ შამბთა ეჯით, ვირემ უჩნდა ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბეჯით, იგი ნახოს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით-

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა