... (Q-376), XIX ს.

837. ესე აარაკი მართალი, ჩინეთს ქუას ზედან ჰსწერია. ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. აწ ზაფრანად ვის წინათ, ვერ ვარდნი ჰგუანდის ვერ ია. თუღა მონახავ მონახე, ჰქმენ რაცა შენი ფერია:-

838. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად. მაგრამ გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყუჱსა ტყჳსად. გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ირემებრ ძებნად სმად წყალისად. მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად:-

839. ბროლსადაფნი მარგარიტსა, ლალის ფერსა ჰსცუჱნ და ბურუჱნ. მას მოვჰშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურუჱნ ვერ ვასურუჱნ. გამოპარჳთ წამოსულითა, ღ~ისა ჰსწორნი მოვიმდურუჱნ. ნაცულად მათთა წყალობათა, მათნი გულნი შევაურუჱნ:-

840. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~ისაგან დიდად ცხოველი. მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი. მას უორგულე წამოველ, მართ დავიჳწყე ყოველი. მისი შემცოდე ღ~ისაგან, კარგსა არაღას მოველი:-

841. ესე ყუჱლაი ასე მჭირს, დაო ბედითა მისითა. არ უტყუვე და მოვსულვარ, მჰგზავრი ღამით და დღისითა. აწ იგი სადმე წასულა, ვიწჳ ცეცხლითა ვისითა. ცუდ მაშურალი და მტირალი, ქუჱ ვზი პირითა მქისითა:-

842. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მაძლევს ჟამი და დრო. არ ვინანი გარდასრულსა, ჰბრძენთა თქმულსა ვით რა ვჰკადრო. წავალ ძებნად ანუ ვჰპოვებ, ან სიკუდილი მოვიადრო. თურე ბედი ესთა მებრძჳს, ჰსჯობს ვედრებით ღ~თსა ვხადრო:-

843. ამისმეტი აღარა ჰსთქუა, ატირდა და წამოვიდა. ქუაბი ჩავლო წყალსა გაჴდა, შამბი გავლო ველს გავიდა. ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ჰზვრიდა. რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა:-

844. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მჴედსა. რად გამყარე მოყუარესა, რად შემასწარ ამა ბედსა. ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წასაწყმენდსა. მოვჰკუდე თავი არ მეწყალჳს, ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა:-

(26) ავთანდილისაგან ქუაბით წარსლუა ტარიელის ძებნად მოთქმა და ტირილი

845. მოყუარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა. იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა. მას თუ გამყრი საწუთოვო, ჩემი ლხინი გარდასრულა. სხუა მოყუარე თუალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა:-

846. კულავ იტყჳს მიკჳრს ჭუვილი, კაცისა მე ჭკუიანისა. რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა. ჰსჯობს გამორჩევა ჰაზრობა, საქმისა დასაგუანისა. აწ მეცა მიჯობს მონახუა, მის მზისა ლელწამ ტანისა:-

847. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქუჱველი. ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი. სამდღემდის მოვლო მრავალი, ჴეჳ შამბნარი ტყე ველი. ვერ ჰპოვა მივა მჭმუნუარე, ვერა ჰამბისა მცნეველი:-

848. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე. რად შემასწარ საძაგს ბედსა, რა სასჯელი მამივლინე. გამკითხუჱლო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე. დაამოკლენ ჰსჯანი ჩემნი, ჭირნი ამით გამილხინე:-

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დაეჴოცა (27)

849. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერშეცულილი. ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი. ნახა შავი შამბთა პირსა, ჰსდგა სადავე უკუყრილი. ჰსთქუა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი:-

850. რა შეხედა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა. აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა. ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა. ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭურეტად მათდა:-

851. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა. ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა. საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა. მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა:-

852. ერთკენ უძს ლომი მოკლული, და ჴმალი სისხლმოცხებული. კულავ სხუაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქუჱ დანარცხებული. მას წყაროსაებრ თუალთაგან, ცრემლი ჰსდის გაფიცხებული. მუნ ეგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინუარე გზებული:-

853. თუალთა ახმადცა ზარედუა, სრულად მიხდოდა ცნობასა. მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორუჱბოდა თმობასა. ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყჳთა კრთობასა. ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა:-

854. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თუალთა ავლებდა სახელსა. ახლოს უზის და უყიჳს, მართ სახელდებით სახელსა. ეტყჳს ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთჳს გაჭრილსა და ხელსა. მას არა დია შეესმის, რეტსა თუალ დაუფახუჱლსა:-