... (Q-376), XIX ს.

817. მე რა ვჰქმნა შენად შეყრამდე, ანუ რას მეჭუდე ლხენასა. თავსა მოჳკლავ მე თუმცა, შენგან არ ვეჭუდე წყენასა. მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არ სიცოცოხლისა სმენასა. მოდი და მივჰსცე ცოცხალმან, თუალნი ცრემლისა დენასა:-

818. ჰსტირს იტყჳს დადუა კეშანი, ლახუარმან ჩემთჳს ათმანო. ჲინდოთა რაზმი ჩემდა კვლად, ჰსთქუა ესე ტევრი ვთხზა თმანო. თუალთა გიშერი აშუჱნებს, სათმან რად მამკლა სათმანო. ბაგე კბილო და თუალ წარბო, მამცემდი პატიჟთა თმანო:-

819. იტყჳს ჱე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად. ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად. ვის მორჩილებენ ციერნი, ერთის იოტის წამისად. ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად:-

820. ვის ხატად ღ~თისად გიტყჳან, ფილასოფოსნი წინანი. შენ მიშუჱლე რა ტყუჱქმნილსა, ჯაჭუნი მაბიან რკინანი. ბროლბალახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგენ მინანი. მაშინ ვერ გავჰსძელ, სიახლე აწ სიშორესა ვინანი:-

821. ამას მოსთქმიდის იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის:- დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის. რა შეუღამდის ვარსკულავთა, ამოსლუა იამებოდის. მას ამჰსგავსებდის ილხენდის, უჭურეტდის ეუბნებოდის:-

822. მთუარესა ეტყჳს იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა. შენ ხარ მომცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა. შენ გაქუს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა. მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ ჰმშუჱნისა:-

823. ღამე ალხენდის დღე ჰსჯიდის, ელის ჩასლუასა მზისასა. რა წყალი ნახის გარდაჴდის, უჭურეტდის ჭავლს წყალისასა. მას თანა ჰრთჳდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა. კულავ გაემართის ისწრაფდის, წასვლასა მისუჱ გზისასა:-

824. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალჳსა ხიანი. მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დაჰხვდის კლდიანი. შეწჳს ჭამის და წაჳდის, პირმზე გულმარიხიანი. იტყჳს დავჰყარენ ვარდნი და, აჰა მუნ ვაგლახიანი:-

825. აწ ვერ ვიტყჳ მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა. მიუბნობდის რას მოსთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გუარსა. ზოგან ღაწუნი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა. ქუაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გაჳდა ქუაბთა კარსა:-

826. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი ჰსწუთების. ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხუდების. ყმა გარდახდა მოეხჳა, აკოცებს და ეუბნების. კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლუა ტურფად იამების:-

827. ყმა ქალს ეტყოდა პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა. ქალი ატირდა ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა. ჰკადრა რა წახუჱლ გაიჭრა, ქუაბს ყოფა მისჭირდა ვითა. აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ჰამბავითა:-

828. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახუარი გულსა შუა. ქალსა უთხრა აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა. იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუჱ ვით მეცრუა. ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა:-

829. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, მოუთმელს ჭირად მჭირდა. რად დავვიწყდი რად მივცილდი, რად ვერ გაჰსძლო რა მისჭირდა. მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაჰპირდა. მაგრამ ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკჳრდა:-

830. კულავ ქალმან ჰკადრა მართალხარ, მაგისა დამძიმებასა. მაგრამ რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა. არ გული უნდა ფიცისა, და პირის გასრულებასა. იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა:-

831. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედან ჰკიდიან. რა გული წავა იგინიც, წავლენ და მისკენ მიდიან. უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან. შენ არ გინახავს არ იცი, მას რომე ცეცხლი ჰსწჳდიან:-

832. შენ უმართლეხარ ემდურჳ, შენ გაეყარე ძმობილსა. მაგრამ ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა. ენა დაშურების გაცუდების, გულსა შეელმის ლმობილსა. ამას მით ვუბნობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა:-

833. ჯერთ მისი მჰსგავსი სასჯელი, არცა ვის ჰამბად ჰსმენია. არა თუ კაცთა სასჯელად, ქუათაცა შენაძრწენია. დიჯლადცა ჰკმარის მას რომე, თუალთაგან ცრემლი ჰსდენია. თჳთ რაცა ჰბრძანოთ მართალხართ, სხუა სხჳსა ომსა ბრძენია:-

834. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწუარსა ცეცხლ მოდებულსა. მოჳდეს რა ჰქმნას ავთანდილ, რა მხამს მისს მოლოდებულსა. მიბრძანა მოღმა მნახჳდეს, მე მისთჳს გაცუდებულსა. ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მისს ქადებულსა:-

835. მას ზენაარს არ გავუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები. მას პაემნამდის მოვუცდი, რაზომცა გამდის რუები. თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს, ჰსთქუას ვაგლახი და უები. ცოცხალი დავხუდე უკჳრდეს, სიცოცხლე არს სათუები:-

836. ჩემთჳს გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა. ოდენ მოდენა ცრემლისა, მაქუს ველთა მოსალბედისა. მჰსჯის გამრავლება ხელქმნისა, სულთქმისა ზედაზედისა. დავვიწყებივარ სიკუდილსა, ნახე ნაქმარი ბედისა:-