..., 1860 წ.

800. საწუთრო კაცსა ყოველთა. ვითა ტაროსი უხვების ზოგჯერ მზეა და ოდეს მეცა. რისხვითა მოუქუხდების აქამდის ჭირნი ჩემზედა. აწ ესე ლხინი უხვდების და რადგან შვება აქვს სოფელსა. კაცი რად შეუწუხდების.

801. შენ არ გატეხა კარგი გჭირს. ზენა არისა ფიცისა ხამს გასრულება მოყვრისა. სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა. ცოდნა ხამს იცისა და ჩემი თქვი რა ვქნა ბნელ ქნილმან. მზე მამეფაროს მე ცისა.

802. ყმამან კადრა სიახლითა. შევრთე ჭირსა შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა. გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული. ქვეით კოცნა მზისა წვერვა და თუ გიახლო ერთხელ ვაი. თუ მოგშორდე მე ათასჯერვა.

803. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა. სადა გლახ დამწვამს სამალი გული ძეს საგნად ისრისა. მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა. დღისითა სჩანსღა სასამალი და ფარვა მწადს მაგრამ გარდახდა. ჟამი პატიჟთა სამალი.

804. მესმა თქვენი ნაუბარი. გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოებს. ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო თავი სრულად. ჩემთვინ მზესა დააგვანე და სიცოცხლისა საიდუმლო. ნიშანი რამ წამატანე.

805. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული. სიკეთისა ჴელის მჴდელი ამას ზედან ეუბნების. ვით გამზრდელ სა ამომზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი. სრულ ქნა მისი საწადელი და ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს. ლხინი ესე აწინდელი.

806. რა სჯობს რა კაცმან გიშერი. ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღისა ყვავილსა. ძირი მოურწყოს დახიოს მისთა მჭვრეტელთა ალხინოს. ვერ მჭვრეტთა ავაგლახიოს და ხამს მოყვარისა გაყრილმან. გული ლახვარსა ახიოს.

807. ყმა მხიარული წავიდა. დაიჩენს არ სიმძიმილსა მისნი კბილნი და ბაგენი. დააშვენებენ ღიმილსა რა მოეგონოს მოყვარე. თვალთაგან დასდებდის მილსა და მუნით ადენდის წყაროსა. სოფლისა დასაწვიმილსა.

808. მათ მიხვდა ლხინი ყოველი. ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა მტირალი. მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა. ზღვისაცა მეტის მეტითა და იტყვის ვერ გაძღა სოფელი. ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა.

809. ყმა წავიდა სევდიანი. მკერდსა იცემს ამა დილებს რომე კაცსა მიჯნურობა. ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის. მზე ხმელეთსა დააჩრდილებს და მის მოყვრისა მოშორვება. კვლავ აბინდებს არა დილებს.

810. სისხლმან და ცრემლმან გარევით. ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა. კმა დასადებლად აღარად კვლავ თქვა თუ გული ალმასი. შავმან წამწამმან და ღარად და ვირემ ვნახევდე სოფელი. მინდა სალხინოდ აღარად.

811. ვინ გუშინ ედემს ნაზარდი. ალვა მორწყო და ახია დღეს საწუთრომან ლახვარსა. მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლმან უშრეტმან. დაბმით დამიბა მახია და აწყა ვსცან საქმე სოფლისა. ზღაპარია და ჩმახია.

812. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს. ათრთოლებს და აწანწალებს. გულ ამოსკუნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს სიყვარულის სიახლესა. მოშორვება გაამწარებს და ვაი საწუთრო ბოლოდ კაცსა. ასუდარებს აზეწარებს.

813. ყმა წავიდა საწოლს დაჯდა. ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრამ ახლავს სიყვარულსა. გონებითა არ მოსწყდების ვით ყვავილსა თრთვილისაგან. პირსა ფერი მოაკლდების და ხედავ ვარდსა უმზეობა. როგორ ადრე დააჩნდების.

814. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით. ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს გულსა იდებს იტყვის კაცმან. ჭირი ლხინსა შეაწონოს ლხინმან სძლიოს გაძლება სჯობს. ჭირი სთმოს და ჟამსა მონოს და ვინ ქონება არ იმრავლოს. ღ~თო სხვაცა არ აქონოს.

815. გული კრულია კაცისა. ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთვის. ჭირთა მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა. ვერ ოდეს ვერ გამზომელი და ვერცა პატრონობს სიკვდილი. ვერცა პატრონი რომელი.

816. ამ სოფელსა კარგად მყოფ. კეისარი იყო ვითა რა მოკვდების წაიყვანონ. მძიმეთ შეკრან ბორკილითა მიაბარონ გენიასა. დაწვას მისის სიბნელითა და ეს სოფელი ამას გვიზამს. კარგსა ნურვინ მოელითა.

817. რა გულსა უთხრა გულისა. სიტყვანი საგულისონი იგ მარგალიტი მოიღო. მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი. მათ კბილთა შესატყვისონი და პირსა დაიდვა და ცა ბნდა. ცრემლი სდისა ვითა ბისონი.

818. რა გათენდა კაცი მივა. მომკითხავი დარბაზს მჴმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი. ნაღვიძები ძილ ნაკრთობი და ერთმანერთსა ეჯრებოდეს. დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი და მეფე მინდორს ეკაზმოდა. მოეკაზმა დაბდაბ ნობი.

819. მეფე შეჯდა მაშინდელი. ზარი აწ მცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან. ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდა. ძაღლთა რბოლა მიდამოდა და სამ დღე მათგან დანაღვარი. სისხლი ველთა მოისმოდა