... (H-740), XVIII ს.

785. ისი: დიაცი: იქი: ზის: კაცთა: მნახავი: მრავალთა: მოსადგურე: და: მოყუარე: მგზავრთა: ყოველგნით: მავალთა: მივჰყუე: მიამბობს: ყველასა: რაზომცა: ცეცხლი: მწვავ: ალთა: ნუთუ: რა: მარგოს: მე: მისი: გარდაჴდა: ჩემგან: ვცნა: ვალთა:

786. თქუა: დიაცსა: ვინცა: უყუარს: გაექსვის: და: მისცემს: გულსა: აუგი: და: მოყივნება: არად: შესწონს: ყოლე: კრულსა: რაცა: იცის: გაუცხადებს: ხვაშიადსა: უთხრობს: სრულსა: მიჯობს: მივჰყუე: განაღ: რასმე: ვცნობ: საქმესა: დამალულსა:

787. კულა: იტყუის: ვერვინ: ვერას: იქს: თუ: ეტლი: არ: მოსთმინდების: მით: რაცა: მინდა: არა: მაქუს: თუ: მქონდეს: არ: მომინდების: ბინდის: გვარია: სოფელი: ესე: თურ: ამად: მინდების: კოკასა: შიგან: რაცა: დგას: იგივე: წარმოდინდების:

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანის პასუხად მიწერილი:

788. მიუწერა: წავიკითხე: შენი: წიგნი: ჩემი: ქება: შენ: მომასწარ: თვარა: შენგან: მე: უფრო: მჭირს: ცეცხლთა: დება: შენცა: გინდა: მეცა: მინდა: გაუწყუეტლად: შენი: ხლება: შეყრა: არის: პირიანი: ორთავეა: რადგან: ნება:

789. ფატმანისას: ვერ: გიამბობ: მემატარა: რა: სიამე: მიუწერა: კმარის: რაცა: უშენომან: ცრემლი: ვლამე: აწ: ვიქნები: თავის: წინა: აქა: მპოე: მარტო: სამე: მამისწრაფე: შეყრა: შენი: რა: შეღამდეს: მოდი: მალე:

790. მას: ღამითვე: საწვეველი: რა: მიართვეს: წიგნი: ყმასა: შეღამდადა: წაცავიდა: სხვა: ემთხვია: მონა: გზასა: ამას: ღამე: ნუ: მოხვალო: ვერა: მპოებ: შენთვის: მზასა: მას: ეწყინა: არ: დაბრუნდა: თქუა: თუ: ჰგავსო: ეგე: რასა:

791. წვეული: აღარ: დაბრუნდა: კულა: ზევე: უკუწვევითა: ფატმან: ზის: წყენით: შევიდა: ავთანდილ: მარტო: ხევითა: დიაცსა: წყენა: შეატყო: ნახა: შესულითა: შევითა: ვერ: დაიჩინა: შიშითა: და: მისითავე: თნევითა:

792. ერთგან: დასხდეს: და: დაიწყეს: კოცნა: ლაღობა: წყლიანი: შემოდგა: კარსა: ყმა: ვინმე: კეკლუცი: ტან: ნაკუთიანი: შემოვლო: ახლოს: შემოჰყუა: მონა: ჴმალ: დარაკიანი: დაჰკრთა: რა: ნახა: ავთანდილ: ჰგავსო: თუ: გზაა: კლდიანი:

793. ფატმან: რა: ნახა: შეშინდა: ძრწის: და: მიეცა: ძრწოლასა: მან: გაკუირვებით: უჭურიტა: მათსა: ლაღობა: წოლასა: უთხრა: არ: გიშლი: დიაცო: ფერთა: მიდამო: კრთოლასა: გამითენდების: განანებ: მაგა: მოყმისა: ყოლასა:

794. გამკიცხე: ბოზო: დიაცო: და: დამდევ: გასათრეველად: მაგრა: სცნობ: ხვალე: პასუხსა: მაგა: საქმისა: მზღვეველად: ვარ: შენთა: შვილთა: შენითა: კბილითა: დამაჭმეველად: დავშალო: წვერთა: ფუ: მიყავ: ხელიღა: ვრბოდე: მე: ველად:

795. ესე: თქუა: და: კაცმან: წვერთა: მოიზიდნა: გავლნა: კარნი: ფატმან: შექნა: თავსა: ცემა: ღაწუნი: ესხნეს: ნახოკარნი: ცრემლთა: მისთათ: შეეყარნეს: წყაროსაებრ: ისმენს: წკარნი: თქუა: დამქოლეთ: მოდით: ქუითა: მომადეგით: მომაკარნი:

796. მოსთქუამს: მოვჰკალ: ჰაი: ჰაი: ქმარი: ამოვსწყუიტენ: წვრილნი: შვილნი: იავარ: ვყავ: საქონელი: უსახონი: თვალნი: თლილნი: გავეყარე: საყუარელთა: ვაი: გამზრდელნი: ვაი: გაზრდილნი: ბოლოდ: ვექმენ: სახლსა: ჩემსა: სიტყუანია: ჩემნი: წბილნი:

797. ამას: ყუელასა: ავთანდილ: ისმენდა: გაცბუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რას: იტყუი: რასთვის: ხარ: აგრე: ვებული: რას: დაგექადა: იგი: ყმა: რა: ნახა: შენგან: კლებული: დადუმდი: მითხარ: ვინ: იყო: ანუ: რად: საქმედ: რებული:

798. ფატმან: უთხრა: თუ: ჰე: ლომო: ხელი: ვარ: ცრემლთა: დენითა: ნურას: ნუ: მკითხავ: ამბავთა: ვერცარას: გითხრობ: ენითა: დავჴოცენ: შვილნი: ჴელითა: მით: ვარ: აღარას: ლხენითა: თავი: მოვიკალ: უთმინოდ: სიყუარულითა: შენითა:

799. ესე: გვარი: დია: მიხუდეს: სიტყუა: მცდარსა: ენა: მეტსა: ხვაშიადთა: ვერ: მმალავსა: უჭკუოსა: შმაგსა: რეტსა: ვაგლახითა: მეწივენით: გეტყუი: ყოვლსა: ჩემსა: მჭურეტსა: მკურნალმანცა: ვერა: ჰკურნოს: თავისისა: სისხლთა: მხურეტსა:

800. ორისაგან: ერთი: ქენით: ამისმეტსა: ნურას: ლამით: მოვითა: ჰკლავ: იმა: კაცსა: წადი: მოკალ: მალვით: ღამით: მედა: სრულად: სახლი: ჩემი: დაჴოცასა: დაგუხსენ: ამით: მოხვალ: გითხრობ: ყუელაკასა: მე: ვით: ვარ: ცრემლთა: ლამით:

801. თუარა: ღამითვე: ტუირთები: შენი: წაიღე: ვირითა: დააგდე: ჩემი: მიდამო: სრულად: მიკრიფე: მირითა: ვეჭუ: რომე: ჩემთა: ცოდვათა: შენცა: აგავსონ: ჭირითა: თუ: დარბაზს: მივა: იგი: ყმა: შვილთა: დამაჭმევს: პირითა:

802. რა: ესე: ესმა: ავთანდილს: ლაღსა: ბუნება: ზიარსა: ადგა: და: ლახტი: აიღო: რა: ტურფა: რამე: მჴნე: არსა: ამა: საქმისა: ვერ: ცნობა: თქუა: ჩემი: სიძუტე: არსა: ნუ: ეჭუ: სულდგმულსა: მისებრსა: სხვა: არცა: მისებრი: არსა:

803. ფატმანს: უთხრა: კაცი: მომეც: მასწავლელად: წინა: მძღვარად გზასა: მართლად: წამიყუანოს: თუარა: მეშულად: მინდა: არად: იმა: კაცსა: ვერა: ვხედავ: მეომარად: და: ჩემად: დარად: რაცა: უყო: მოგანახვებ: მომიცადე: იყავ: წყნარად: