... (Q-609), XIX ს.

817. მას წამავალსა ვკითხევდი: დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა: მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ: მისსა დამვედრე დობულსა: მიბრძანა მოღმა მნახვიდეს: მე მისთვის გაცუდებულს: ამათ არ დავყრი არეთა არ გაჰვსტეხ მის ქადებულსა:

818. მას ზენაარსა არ გაუტეხ: მას ფიცსა არ ვერცუები: მად პაემნამდის მოვიცდი: რაზომცა გამდის რუები: თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს: თქვას ვაგლახი და უები: ცოცხალი დავხვდე უკვირდეს: სიცოცხლე არს სათუები:

819. ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ: გაყრა მზისა და ქედისა: ოდენ მოდენა ცრემლისა: მჭირს ველთა მოსალბედისა: მსჯის გამრავლება ჴელქმნისა: სულთქმისა ზედა ზედისა: დავვიწყებივარ სიკუდილსა: ნახე ნაქმარი ბედისა:

820. ესე აარაკი მართალი: ჩინს ქუასა ზედა სწერია: ვინ მოყვარესა არ ეძებს: იგი თავისა მტერია: აწ ზაფრანია ვის წინა: ვერ ვარდი გვანდის ვერ ია: თუღა მონახავ მონახე: ქენ რაცა შენი ფერია:

821. ყმამან უთხრა უმართლე ხარ: არ მამართლო მდურვად მისად: მაგრა გაბჭევ რა მიქნია: სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით: ვით ირემი ძებნად წყლისად: მას ვეძებ და მას ვიგონებ: ვიარები ველთა ვლისად:

822. ბროლ სადაფნი მარგალიტსა: ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ: მას მოვშორდი ვერ ვიახელ: ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ: გამოპარვით წამოსვლითა: ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ: ნაცვლად მათთა წყალობათა: მათნი გულნი შევაურვენ:

823. პატრონი ჩემი გამზრდელი: ღ~თსაგან დიდად ცხოველი: მშობლური ტკბილი მოწყალე: ცა წყალობისა მთოველი: მას უორგულე წამოველ: მართ დავივიწყე ყოველი: მისი შემცოდე ღ~თისაგან: კარგსა არაღას მოველი:

824. ესე ყველაი ასრე მჭირს: დაო ბედითა მისითა: არ უტყუვე და მოვსულვარ: მგზავრი ღამით და დღისითა: აწ იგი სადმე წასულა: ვიწვი ცეცხლითა ვისითა: ცუდ მაშურალი და მტირალი: ქვე ვზი პირითა მქისითა:

825. დაო მეტსა საუბარსა: აღარ მამცემს ჟამი და დრო: არ ვინანი გარდასრულსა: ბრძენთა სიტყვა გავაადრო: წავალ ვძებე ანუ ვპოვებ: ან სიკუდილი მოვიადრო: თვარე ბედი აზომ თურმე: მიკვეთს ღ~თსა რაღა ვჰკადრო:

826. ამის მეტი აღარა თქვა: ატირდა და წამოვიდა: ქვაბი ჩავლო წყალსა გაჰხდა: შამბი გავლო ველს გავიდა: ქარი ველთა მონაქროლი: ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა: რად მიმეცო ამა ჭირსა: ბედსა ამას უზრახვიდა:

827. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე: შენ უფალსა არსთა მხედსა: რად გამყარე მოყვარეთა: რად შემასწარ ამა ბედსა: ერთი ორთა მგონებელი: ვარ საქმესა წარსაწყმედსა: მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის: სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი:

828. მოყვარემან ვარდის კონა: გულსა მკრა და დამიწყლულა: იგი ფიცი ჩემგან სრული: მან აღარა გამისრულა: მას თუ გამყრი საწუთროვო: ჩემი ლხინი გარდასრულა: სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა: გაკიცხულა გაბასრულა:

829. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი: კაცისა მე ჭკუიანისა: რა ჭმუნვარებდეს რას არგებს: ნაკადი ცრემლთა ბანისა: სჯობს გამორჩევა აზრობა: საქმისა დასაგვანისა: აწ მეცა მიჯობს მონახვა: მის მზისა ლერწამ-ტანისა:

830. ყმა გაემართა საძებრად: მტირალი ცრემლთა მფქვეველი: ეძებს უძახის უყივის: დღეებრ ღამეთა მთეველი: სამ დღემდი მოვლო მრავალი: ჴევი შამბნარი ტყე ველი: ვერ პოვა მივა მჭმუნვარე: ვერას ამბისა მცნეველი:

831. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: ეგზომ დიდი რა გაწყინე: რად შემასწარ ამა ბედსა: [ჩემსა] რა სასჯელი მამივლინე: გამკითხველო გამიკითხე: აჯა ჩემი შეისმინე: დაამოკლე დღენი ჩემნი: ჭირნი ჩემი გამილხინე:

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა:

832. მივიდოდა მიუბნობდა: ყმა მტირალი ფერ შეცვლილი: ქედსა რასმე გარდაადგა: ველი აჩნდა მზიან ჩრდილი: ნახა შავი შამბთა პირსა: დგა სადავე უკუყრილი: თქვა უცილოდ იგიაო: არა უნდა ამას ცილი:

833. რა შეხედნა ყმასა გულმან: გაუფეთქნა გაუნათდა: აქა ლხინი დაღრეჯილსა: უათასდა არ უათდა: ვარდმან ფერი გაანათლა: ბროლი ბროლდა სათი სათდა: ვით გრიგალმან ჩაირბინა: არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა:

834. რა ტარიელ დაინახა: გაღანამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკუდილისა: ჯდა და პირი დაებღნიჯა: საყელონი გარდეხივნეს: თავი სრულად გაეგლიჯა: მას აღარა შეესმოდა: სოფლით გაღმა გაებიჯა: