... (W-27), XVII ს.

794. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია მით ვარ ჴელად

795. ავთანდილ ეტყუის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო კულავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

796. ღმერთსამცა ესე რად ექნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელი გქნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭვრიტეთ გაიცადენით თქუენ ერთმანერთი არ მოგჴუდეთ მე სულნი ამომხადენით

797. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია თუმცა სოფელი ძვირია რასცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

798. თუ არ გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქუენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხვად ვიუბნა რაღა მრავლად

799. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთრუალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო რად მოხველო ჯაბან ჴრდლურად

800. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

801. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდე არ მოჰკუდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

802. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსა მამნახვიდე მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა

803. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქუაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკუე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთუის ცრემლსა ღურიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

804. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

805. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამეტადდეს არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყუეს საყუარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

806. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყუელაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქუამს მაგას ვიქმ მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა

807. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა მიმატა ჭირსა ჭირი

808. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა თუალი ცრემლისა მღურელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკულელია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია

809. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა თავნი მჴეცთანა ალამნეს

810. ქუაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქუამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგუდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი

811. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს კულავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს იმგლოვიარეს

812. ტარიელს ეტყუის ავთანდილ რუ გაჴმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ მამცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობეს ამბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა

813. ტარიელ სიტყვით ასწავლის მჴარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახე ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა