... (H-741), XIX ს.

854. რა შეხედნა ყმასა გულმან: გაუფეთქნა გაუნათდა: აქა ლხინი დაღრეჯილსა: უათასდა არ უათდა: ვარდმან ფერი გაანათლა: ბროლი ბროლდა სათი სათდა: ვით გრიგალმან ჩაირბინა: არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა:

855. რა ტარიელ დაინახა: განაღამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკუდილსაღა ჯდა და პირი დაებღნიჯა: საყელონი გარდეხივნეს: თავი სრულად გაეგლიჯა: მას აღარა შეესმოდა: სოფლით გაღმა გაებიჯა:

856. ერთკენ უც ლომი მოკლული: და ხრმალი სისხლ მოცხებული: კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო: მკუდარი ქუე დანარცხებული: მას წყაროსაებრ თვალთაგან: ცრემლი სდის გაფიცხებული: მუნ აგრე გულსა უნთებდა: ცეცხლი მცხინვარე ცხებული:

857. თვალთა ახმადცა ზარ ედვა: სრულად მიხდოდა ცნობასა: ყმა სახელდებით უყივის: ლამის სიტყვითა კრთობასა: მიახლებოდა სიკვდილსა: მოშორვებოდა ნობასა: ვეღარ ასმინა გარდიჭრა: ძმა გამოაჩენს ძმობასა:

858. ჴელითა ცრემლსა უწურავს: თვალთა ავლებდა საჴელსა: ახლოს უზის და უყივის: მართ სახელდობით სახელსა: ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს: შენთვის გაჭრილსა და ხელსა: მას არა დია შეესმის: რეტსა თვალ დაუფახველსა:

859. ესე ყველაი ასრეა: რაცა აწ ჩემგან თხრობილა: ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან: ცოტადრე მოაცნობილა: მაშინღა იცნა აკოცა: მოეჭდო მოეძმობილა: ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა: მათებრივ არვინ შობილა:

860. უთხრა ძმაო არ გიტყუვე: გიყავ რაცა შემოგფიცე: გნახე სულთა გაუყრელმან: ფიცი ასრე დავამტკიცე: აწ დამეხსენ სიკვდილამდის: ვიტირო და თავსა ვიცე: მაგრამ გვედრებ დამარხვასა: მხეცთა საჭმლად არა მიმცე:

861. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ: შენ საქმესა რად იქ ავსა: ვინ მიჯნური არ ყოფილა: ვის სახმილი არა სწვავსა: ვის უქნია შენი მსგავსი: სხვათა კაცთა ნათესავსა: რად სატანას წაუღიხარ: რად მოიკლავ ნებით თავსა:

862. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი: აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური: სჯობს რაზომცა ნელად ტირსა: ჭირსა შიგან გამაგრება: ასრე უნდა ვით ქვიტკირსა: თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა:

863. ბრძენი ხარ და გამორჩევა: არა იცი ბრძენთა თქმულებ: მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ: რას წადილსა აისრულებ: ვისთვის ვისა ვერ მიხვდები: თუ სოფელსა მოიმდურვებ: თავსა მრთელსა რად შეიკრავ: წყლულსა ახლად რად იწყლულებ:

864. ვინ არ ყოფილა მიჯნური: ვის არ სახმილნი სდებიან: ვის არ უნახვან პატიჟნი: ვისთვის ვინ არა ბნდებიან: მითხარ უსახო რა ქნილა: სულნი რად ამოგხდებიან: არ იცი ვარდნი უეკლოდ: არავის მოუკრებიან:

865. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა: რამან შეგქმნა ტანად პირად: მიკვირს რად ხარ ეკლიანი: პოვნა შენი რადგან ჭირად: მან სთქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს: სჯობს იქნების რაცა ძვირად: ოდეს ტურფა გაიეფდეს: არღარა ღირს არცა ჩირად:

866. რადგან ვარდი ამას იტყვის: უსულო და უასაკო: მაშა ლხინსა ვინ მოიმკის: პირველ ჭირთა უმუშაკო: უბოროტო ვის ასმია: რაცა კარგი საეშმაკო: რად ემდურვი საწუთროსა: რა უქნია უარაკო:

867. ისმინე ჩემი თხრობილი: შეჯე წავიდეთ ნებასა: ნუ მიჰყოლიხარ თავისა: თათბირსა გაგონებასა: რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ: ნუ სდევ წადილთა ნებასა: ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი: რად მეჭუ რასაცა თნებასა:

868. მან უთხრა ძმაო რა გითხრა: ძვრაცა არ ძალმიც ენისა: ძალი არა მაქვს ხელქმნილსა: შენთა სიტყვათა სმენისა: რად ადვილად გიჩნს მოთმენა: ჩემთა სასჯელთა თმენისა: აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა: დრო მომეახლა ლხენისა:

869. ამას მოკუდავი ვილოცავ: აროდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი: მუნამცა შევიყარენით: მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით: მოი მოყვრეთა დამმარხეთ: მიწანი მომაყარენით:

870. საყვარელმან საყვარელი: ვით არ ნახოს ვით გაწიროს: მისკენ მივალ მხიარული: მერმე იგი ჩემ კერძ იროს: მივეგებვი მამეგებოს: ამიტირდეს ამატიროს: ჰკითხე ასთა ქენ გულისა: რა გინდ რა ვინ გივაზიროს:

871. მართ გარდაწყვეტით იცოდი: გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს დამეხსენ: ხანსაღა დავყოფ მცირასა: არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ: რა დავრჩე ხელსა მხდი რასა: დამშლიან ჩემი კავშირნი: შევრთვიან სულთა სირასა:

872. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის: არცა მცალს სმენად მაგისად: სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა: სიცოცხლე არის წამისად: აწ გამიარმდა სიცოცხლე: მეტად ყოვლისა ჟამისად: მუნ მეცა მივალ ცრემლისა: მიწად სად გამდის ღამი სად:

873. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი: ხელი ვითა იქს ბრძნობასა: ეგ საუბარი მაშინ ხამს: თუცაღა ვიყო ცნობასა: ვარდი უმზეოდ ვერ არის: იყოს დაიწყებს ჭკნობასა: მაწყენ დამეხსენ არა მცალს: არცაღა ვახლავ თმობასა: