... (H-741), XIX ს.

817. რა ანდერძი წაიკითხეს: კვლავ იტირეს დიდი ხანი: მერმე ბრძანა მხიარულსა: ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი: ვამლოცველნეთ დავრდომილნი: ობოლნი და ქვრივნი სხვანი: შევეწივნეთ მშვიდობისა: ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი:

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა:

818. მთვარე მზესა მოეშორვოს: მოშორვება გაანათლებს: რა იახლოს შუქი დასწვავს: გაეყრების ვერ იახლებს: მაგრა ვარდსა უმზეობა: გაახმობს და ფერსა აკლებს: ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა: ჭირსა ძველსა გაგვიახლებს:

819. აწყა დავიწყებ ამბავსა: მის ყმისა წამავლობასა: მივა და მიტირს გულმდუღრად: ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა: წამ წამ მობრუნდის იაჯდის: მისთვის მზისავე მზობასა: უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის: თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა:

820. რა მიიახლის დაბნედად: ვერ ჴელ ჰყვის გაძვრად ენისად: მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან: მსგავსად წყაროსა დენისად: ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის: ღონედ პატიჟთა თმენისად: რა გაემართის არ იცის: მას თუ არბევდის ცხენი სად:

821. სთქვა ჩემო შენი შორს მყოფი: კრულია ვინცა დადუმდეს: რადგან შენ დაგრჩა გონება: გული შენკენვე დაბრუნდეს: თვალთა მტირალთა შეხედვა: შენივე სწადდეს და უნდეს: სჯობს საყვარელსა მოყვარე: რაზომცა დაუძაბუნდეს:

822. მე რა ვქნა შენად შეყრამდი: ანუ რას მეჭუდე ლხენასა: თავსა მოვიკლავ მე თუმცა: შენგან არ ვეჭვდე წყენასა: მაგრა შენ გაწყენ ჩემისა: არ სიცოცოხლისა სმენასა: მოდი და მივსცნე ცოცხალმან: თვალნი ცრემლისა დენასა:

823. სტირს იტყვის დადვა კეშანი: ლახვარმან ჩემთვის ათმანო: ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად: თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო: თვალთა გიშერი აშვენებს: სათმან რად მამკლა სათმანო: ბაგე კბილო და თვალ წარბო: მამცემდი პატიჟთა თმანო:

824. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად: გთქვის მზიანისა ღამისად: ერთარსებისა ერთისა: მის უჟამოსა ჟამისად: ვის მორჩილობენ ციერნი: ერთის იოტის წამისად: ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე: შეყრამდის ჩემად და მისად:

825. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან: ფილასოფოსნი წინანი: შენ მიშველე რა ტყვექმნილსა: ჯაჭვნი მაბიან რკინანი: ბროლ ბალახჩისა მძებნელმან: სათნი დავჰკარგე მინანი: მაშინ ვერ გავძელ სიახლე: აწ სიშორესა ვინანი:

826. ამას მოთსქმიდის იწოდის: ვითა სანთელი დნებოდის: დაყოვნებისა მოშიში: ისწრაფდის იარებოდის: რა შეუღამდის ვარსკვლავთა: ამოსულა იამებოდის: მას ამგზავსებდის ილხენდის: უჭვრეტდის ეუბნებოდის:

827. მთვარესა ეტყვის იფიცე: სახელი ღ~თისა შენისა: შენ ხარ მომცემი მიჯნურთა: მიჯნურობისა სენისა: შენ გაქვს წამალი მისისა: მოთმინებისა თმენისა: მიაჯე შეყრა პირისა: შენ გამო შენებრ მშვენისა:

828. ღამე ალხენდის დღე სჯიდის: ელის ჩასვლასა მზისასა: რა წყალი ნახის გარდიხდის: უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა: მას თანა რთვიდის ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა: კვლავ გაემართის ისწრაფდის: წასლვასა მისვე გზისასა:

829. მარტო მოსთქმიდის ტიროდის: ტანად ალვისა ხიანი: მინდორს თხა მოკლის სადაცა: ადგილი დახვდის კლდიანი: შეწვის ჭამის და წავიდის: პირ მზე გულ მარიხიანი: იტყვის დავჰყარენ ვარდნი და: აჰა მე ვაგლახიანი:

830. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა: მე მის ყმისა ნაუბარსა: მიუბნობდის რას მოთქმიდის: რას ტურფასა რაზომ გვარსა: ზოგან თოვლი გაეწითლის: ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა: ქვაბნი ნახნა გაეხარნეს: ზე გავიდა ქვაბთა კარსა:

831. რა ასმათმან დაინახა: მოეგება ცრემლი სწვთების: ვით იამა სიხარულსა: მართ ვეღარას ვერ მიხვდების: ყმა გარდახდა მოეხვია: აკოცებს და ეუბნების: კაცი კაცსა მოელოდეს: მოსლვა უცხო იამების:

832. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი: ნეტარ სად არის და ვითა: ქალი ასტირდა ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა: ეტყვის რა წახველ გაიჭრა: ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა: აწ მისი არა არ ვიცი: არ ნახვით არ ანბავითა:

833. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე: ჰკრეს ლახვარი გულსა შუა: ქალსა ეტყვის აჰა დაო: ეგეთიმცა კაცი ნუა: იგი ფიცი ვით გატეხა: არ ვეცრუე ვით მეცრუა: ვერ იქმოდა რად მიქადა: თუ მიქადა რად მიტყუა:

834. კვლავ ქალი ეტყვის მართლა ხარ: მაგისა დამძიმებასა: მაგრა რა გაბრჭო მართალი: ნუ მეჭუ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და: პირისა გასრულებასა: იგი უგულო მოელის: მართ დღეთა შემოკლებასა:

835. გული ცნობა და გონება: ერთმანერთზედან ჰკიდიან: რა გული წავა იგიცა: წავლენ და მისკენ მიდიან: უგულო კაცი ვერ კაცობს: კაცთაგან განაკიდიან: შენ არ გინახავნ არ იცი: მას რომე ცეცხლნი სწვიდიან: