... (H-741), XIX ს.

798. ღ~თო ღ~თო გეაჯები: რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა: შენ დაბადე მიჯნურობა: შენ აწესებ მისსა წესსა: მე სოფელმან მამაშორვა: უკეთესსა ჩემსსა მზესა: ნუ ამოფხვრი სიყვარულსა: მისსა ჩემთვის დანათესსა:

799. ღ~თო ღ~თო მოწყალეო: არვინ მივის შენგან კიდე: შენგან ვითხოვ შეწევნასა: რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა: ღამით მავნე გამარიდე: თუღა დავრჩე გმსახურებდე: შენდა მსხვერპლსა შევსწირდე:

800. რა ილოცა ცხენსა შეჯდა: მალვით კარნი გაიარნა: შერმადინცა დააბრუნა: თუმცა ვამნი ადიადნა: მონა სტირს და მკერდსა იცემს: საბრალომან ცრემლი ღვარნა: პატრონისა ვერა მჭვრეტმან: ყმამან რამცა გაიხარნა:

801. აწ ამბავი სხვა დავიწყო: ყმასა წავჰყვე წამავალსა: არ შეექნა დარბაზობა: მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა: რა გათენდა ქუში ადგა: ჰგავს თუ ადენს პირით ალსა: ხმობა ბრძანა ვეზირისა: მიიყვანდეს შიშით მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა:

802. რა ვაზირი მოწიწებით: დარბაზს ნახა შემოსრული: როსტან უთხრა არა მაჴსონს: გუშინდელი შენგან ქნილი: მაწყინე და გამარისხე: ვერ დავიღე დიდხანს სული: აზომ რომე გაგათხოვე: შენ ვაზირი გულის გული:

803. თუ რად მახსოვს რად უნდოდა: ისრე ავად რად გაგხადე: მართლად უთქუამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე: ესე გვარსა ნუ ოდეს იქ: საქმე ხოლე გაიცადე: აწ მითხარ თუ რას იტყოდი: თქვი და სიტყუა გააკვლადე:

804. კვლავ მოახსენა ვეზირმან: სიტყუა ნაგუშინდელევი: რა გაიგონა შესთვალა: პასუხი არ ნაგრძელევი: შენ თუ უშმაგო მგონიხარ: ვარმცა ურია მე ლევი: კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ: თვარე მე სულად გელევი:

805. რა გამოვიდა ვაზირმან: ძებნა ვერ პოვა მინანი: მართ გაპარვასა უთხრობდეს: მონანი ცრემლთა მდინანი: მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ: მახსოვან დღენი წინანი: ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს: რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი:

806. რა ვეზირი არ შევიდა: კვლავ მეფემან კაცი გზავნის: კაცმან ცნის და გარეთ დადგის: წასვლა ვერვინ გაამჟღავნის: როსტანს ეჭვი შეუვიდა: ჭმუნვა ამით გაათავნის: თქვა უცილოდ გაიპარა: ვინ მარტომან ასთა ავნის:

807. თავ დადრეკით იგონებდა: გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი: უში ჰქმნა და აიხედნა: უბრძანებდა მონას მიდი: მოვიდეს და აწ მიამბოს: შემოვიდეს იგი ფლიდი: რა ვეზირი შემობრუნდა: ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი:

808. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი: დაღრეჯით არ მხიარულად: მეფემან ჰკითხა წასრულა: მზე დაუდგრომლად მთვარულად: მან მოახსენა ყველაი: ვით წასრულიყო დარულად: მზე აღარ მზეობს ჩვეთანა: დარი არ დარობს დარულად:

809. რა მეფემან მოისმინა: დაიზახნა მეტის მეტნი: მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო: ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი: პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით: გააკვირნა მისნი მჭვრეტნი: სად წახვედ და სად დაჰკარგენ: სინათლენი ეგე სვეტნი:

810. თუ თავი შენი შენ გახლავს: ღარიბად არ იხსენები: მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო: აწ სახლად მართებს სენები: გამაღარიბე დამაგდე: გულსა გლახ ვისთვის ენები: შენად შეყრამდის პატიჟთა: ჩემთა ვერ იტყვის ენები:

811. ოდეს გნახავ მხიარულსა: ნადირობით შემოსრულსა: ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა: ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა: ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა: სასმენელად მე მასულსა: აწ უშენოდ რა გლახ უყო: საჯდომსა და სრასა სრულსა:

812. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი: რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს: შენთა ისართა პირები: ნუთუ კვლავ ღთ~ნ წყალობით: გაგიადვილოს ჭირები: მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო: ვისგანღა დავიტირები:

813. ზარი გაისმა შემოკრბა: ჯარი მრავალი კაცისა: დარბაზს ხასთაგან ჯარია: ხელითა წვერთა ტაცისა: იგლეჯს და იცემს ყველაი: ხმა ისმის თავსა ტკაცისა: თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა: რადგან მზე მიგვიდრკა ცისა:

814. რა მეფემან დიდებულნი: ნახა სულთქმით შემოსტირნა: უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან: შუქნი სრულად დაგვიძვირნა: რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ: რად დაგვყარნა რად გაგვწირნა: სპანი მისგან დაჭირულნი: ვინცაღა ვით დაგვიჭირნა:

815. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს: მერმე დაწყნარდეს გვიანად: მეფემან ბრძანა იკითხეთ: მარტოა ანუ ყმიანად: მოვიდა მონა შერმადინ: მოშიშრედ სირცხვილიანად: ანდერძი ჰკადრა ატირდა: სიცოცხლე უჩნდა ზიანად:

816. მოახსენა საწოლს ვპოვე: ესე მისგან დანაწერი: დგეს მონანი ნატირებნი: დაეგლიჯა თმა და წვერი: იგი მარტო გაპარულა: ყმა არ ახლავს არცა ბერი: მე თუ მამკლავთ მემართლებით: სიცოცხლე მჭირს შეუფერი: