... (H-403), 1818 წ.

799. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს: საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა: ზოგი ხიდთა გასადებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი: ჩემი ჩემთვის წასაგებლად჻ თქვენგან კიდე არვინ მივის: ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად჻

800. ამას იქით ჩემგან ჩემი: ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა: წიგნი გკადრებს არ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა: საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე: მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის჻

801. გვედრებ მეფეო შერმადინს: მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქუს ჭირი სამისოდ: ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშინის ეც წყალობით: ჩემგან წყალობა ჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თვალთაგან: ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა჻

802. გასრულდა ჩემი ანდერძი: ჩემგან ნაწერი ჴელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი: წაველ გულითა ხელითა჻ ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი: ნუ ხართ მოსილნი ბნელითა჻ სუფევითამცა ხარ თავითა: მტერთაგან საკრძალველითა჻

803. მისცა ანდერძი შერმადინს: რა გაათავა წერითა჻ უთხრა ჰკადრეო მეფესა: საქმითა მეცნიერითა჻ შენ დაგამეტებს ვერავინ: მსახურებითა ვერითა჻ მოეხვია და ატირდა: ცრემლითა სისხლთა ფერითა჻

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი჻

804. ილოცავს იტყვის მაღალო: ღ~თო ჴმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მამცემო პატიჟთა: ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო: უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა: მფლობელო გულის თქმათაო჻

805. ღ~თო ღ~თო გეაჯები: რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაბადე მიჯნურობა: შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მამაშორვა: უკეთესსა ჩემსსა მზესა჻ ნუ ამოფხვრი სიყვარულსა: მისსა ჩემთვის დანათესსა჻

806. ღ~თო ღ~თო მოწყალეო: არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა: რაზომსაცა გზასა ვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა: ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე: შენდა მსხვერპლსა შევსწირდე჻

807. რა ილოცა ცხენსა შეჯდა: მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნა: თუმცა ვამნი ადიადნა჻ მონა ტირს და მკერდსა იცემს: საბრალომან ცრემლი ღვარნა჻ პატრონისა ვერა მჭვრეტმან: ყმამან რამცა გაიხარნა჻

808. აწ ამბავი სხვა დავიწყო: ყმასა წავჰყვე წამავალსა჻ არ შეექნა დარბაზობა: მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა჻ რა გათენდა ქუში ადგა: ჰგავს თუ ადენს პირით ალსა჻ ჴმობა ბრძანა ვეზირისა: მიიყუანდეს შიშით მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა჻

809. რა ვეზირი მოწიწებით: დარბაზს ნახა შემოსრული჻ როსტან უთხრა არა მაჴსონს: გუშინდელი შენგან ქნილი჻ მაწყინე და გამარისხე: ვერ დავიღე დიდხანს სული჻ აზომ რომე გაგათხოვე: შენ ვაზირი გულის გული჻

810. თუ რად მაჴსოვს რად უნდოდა: ისრე ავად რად გაგჴადე჻ მართლად უთქუამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე჻ ესე გვარსა ნუ ოდეს იქ: საქმე ხოლე გაიცადე჻ აწ მითხარ თუ რას იტყოდი: თქჳ და სიტყუა გააკვლადე჻

811. კვლავ მოახსენა ვეზირმან: სიტყუა ნაგუშინდელევი჻ რა გაიგონა შესთვალა: პასუხი არ ნაგრძელევი჻ შენ თუ უშმაგო მგონიხარ: ვარმცა ურია მე ლევი჻ კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ: თვარე მე სულად გელევი჻

812. რა გამოვიდა ვაზირმან: ძებნა ვერ პოვა მინანი჻ მართ გაპარვასა უთხრობდეს: მონანი ცრემლთა მდინანი჻ მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ: მახსოვან დღენი წინანი჻ ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს: რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი჻

813. რა ვეზირი არ შევიდა: კულავ მეფემან კაცი გზავნის჻ კაცმან ცნის და გარეთ დადგის: წასვლა ვერვინ გაამჟღავნის჻ როსტანს ეჭუი შეუვიდა: ჭმუნვა ამით გაათავნის჻ თქუა უცილოდ გაიპარა: ვინ მარტომან ასთა ავნის჻

814. თავ დადრეკით იგონებდა: გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი჻ უში ქნა და აიხედნა: უბრძანებდა მონას მიდი჻ მოვიდეს და აწ მიამბოს: შემოვიდეს იგი ფლიდი჻ რა ვეზირი შემობრუნდა: ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი჻

815. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი: დაღრეჯით არ მხიარულად჻ მეფემან ჰკითხა წასრულა: მზე დაუდგრომლად მთვარულად჻ მან მოახსენა ყუელაი: ვით წასრულიყო დარულად჻ მზე აღარ მზეობს ჩვეთანა: დარი არ დარობს დარულად჻

816. რა მეფემან მოისმინა: დაიზახნა მეტის მეტნი჻ მოსთქუამს იტყვის ვაი გაზრდილო: ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი჻ პირსა ხოკით წვერსა გლეჯით: გააკვირნა მისნი მჭვრეტნი჻ სად წაჰხვე და სად დაჰკარგენ: სინათლენი ეგე სვეტნი჻