... (H-302), 1803 წ.

797. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს, სულთა დგმაცა არა მართებს, ასრე გასულა რას გიკვირდეს, სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძვირდეს, ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდეს-

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქუაბს მისულა და ასმათის ნახუა

798. ავთანდილცა მასთანავე, ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა, უთხრა დაჰსთმე ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და, ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა, თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა-

799. ჰსდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრამ ბოლოდ ლხინსა, მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს, მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს-

800. იტირეს და გაემართნეს, ქუაბისაკენ თავნი არნეს, რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს, მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს-

801. ასმათ ჰსთქუა ღ~თო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა, გაქო ვით გაქო რა გაქო, არ საქებელო სმენითა, დიდება შენდა არ მამკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა-

802. ტარიელ უთხრა ჱე დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწურთო ნაცულად გუატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია, ძველი წესია სოფლისა, არ ახლად შენასმინია, ვაი შენი ბრალი დავ თვარე, სიკვდილი ჩემი ლხინია-

803. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის, კაცი უშმაგო ცნობილი, მე თვალთა ჩემთა მით მიკჳრს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი, უწყლობა ჰკლავს წყალი სდის, არ ოდეს არ გაჴმობილი, ვაჲ წარჴდა ვარდი პობილი, ვაი მარგალიტი წყობილი-

804. ავთანდილსაც მოეგონა, მისი მზე და საყუარელი, იტყვის ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი, შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლია სანანელი, გითხრამცა ვით რა მჭირს, რა ცეცხლი მწუავს როგორ ძნელი-

805. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მოშორდეს არ დავჰსჭკნეო, ანუ ჩუჱნ გლახ რა გვინათლებს, რა ჩასუჱნდეს გორსა მზეო, გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გააკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო-

806. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა, ასმათი შეჰყუა შევიდა, მათებრვე ცეცხლი გზნებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კულა მიწყივ ჰგებოდა, ორნიუჱ დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა-

807. მწვადი შეწვეს შეიქმნა, პურობა მგზავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს ჭამეო, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, დაცოხნის ლუკმა გაჰსტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა-

808. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს, მან გაუგონოს რაცა ჰსთქუას, არ ცუდად წაუჴდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაგვავსებს, ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს, დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუჴდებოდეს-

809. მას ღამესა ერთგან იყუნეს, იგი ლომნი იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადეს, თავისთავის მათნი ჭირნი, რა გათენდა კულავ დაიწყეს, საუბარნი სიტყუა ჴშირნი, ერთმანეთსა გაუგონეს, ფიცი პირველ დანაპირნი-

810. ტარიელ უთხრა რად უნდა, სიტყვისა თქმაღა მრავალისა, რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღ~თია მზღველი ვალისა, კმარა ზენარი ზენარად, არ ნაქმარია მთრუალისა, არ დავიწყება მოყურობა, მოყურისა წამავალისა-

811. აწ შემიწყალე ნუ დამწუავ, კულავ წვითა უცხელესითა, მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კუჱსითა, ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქმნისა წესითა, წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითუჱ შენი მზე სითა-

812. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ჴელი ველად, რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მჰქმნელად, აწ ნობათი ხელობისა, მამხვდომია მით ვარ ხელად-

813. ავთანდილ ჰკადრა რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა, შენვე ჰსთქუი ეგე სიტყუაო, კაცისა ბრძნად სწავლულისა, ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, კულავ განკურნება წყლულისა, იგია მზრდელი ყოვლისა, დანერგულ დათესულისა-

814. ღ~თსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით, ჰსდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ გაიცადენით, თქუჱნ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომჴადენით-

815. ნეტარ მამაცი სხუა რაა, არ გაჰსძლოს რაცა ჭირია, ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია, ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რაცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწურთელი ვირია-