... (Q-376), XIX ს.

798. აღარ მაჴსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე. მართლად უთქუამსთ მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე. ესე გუარსა ნუ ოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, ჰსთქჳ და სიტყუა გააკულადე:-

799. კულავ მოახსენა ვაზირმან, სიტყუა ნაგუშინდელევი. რა გაიგონა შესთუალა, პასუხი არ ნაკრძალევი. შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ჰურია მე ლევი. კულავ ამის მეტად ნუ მასმენ, თუარე მე სრულად გელევი:-

800. რა გამოჳდა ვეზირმან, ძებნა ვერ ჰპოვა მინანი. მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი. მან ჰსთქუა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი. ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვჰსთქჳ მასცა ვინანი:-

801. რა ვეზირი არ შეჳდა, ჭმუნვა ჭირსა შეაზავნის. კაცმან ჰსცნის და გარეთ დაჰსდგის, წასლუა ვერვინ გაამჟღავნის. როსტენს ეჭჳ შეუჳდა, ჭმუნვა ჭირსა შეაზავნის. ჰსთქუა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის:-

802. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი. უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი. მოჳდეს და აწ მიამბოს, შემოჳდეს იგი ფლიდი. რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი:-

803. კულავ შევიდა სრას ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად. მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთუარულად. მან მოახსენა ყუჱლაი, ვით წასრულიყო ფარულად. მზე აღარ მზეობს ჩუჱთანა, დარი არ დარობს დარულად:-

804. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტისმეტნი. მოთქმით ჴმობდა ვა გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თუალნი რეტნი. პირსა ხოკით წვერსა გლეჯით, გააკჳრნა თჳსნი მჭურეტნი. სად წახველ და სად დაჰკარგენ, სინათლისა ეგე სვეტნი:-

805. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვჰქმნა გაზრდილო, აწ სახლად მართებს სენები. გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთჳს ენები. შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყჳს ენები:-

806. ვეღარ გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა. ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა, ტანსა მშუჱნსა ჯავარ სრულსა. ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე უსულსა. აწ უშენოდ რა გლახ ვუყო, საჯდომსა და სრასა სრულსა:-

807. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები. შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები. ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით, გაგიადვილოს ჭირები. მაგრამ თუ მოვჰკუდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები:-

808. ზარი გაისმა შემოკრბა, ჯარი მრავალი კაცისა. დარბაზს ხასთა აქუსთ გოდებით, ჴელითა წვერთა ტაცისა. იგლეჯს და იცემს ყუჱლაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა. ჰსთქუჱს ბნელი გუმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგჳდრკა ცისა:-

809. რა მეფემან დიდებულნი, ნახა სულთქმით შემოსტირნა. უთხრა ჰჴედავთ მზემან ჩუჱნმან, შუქნი სრულად დაგჳძვირნა. რა ვაწყინეთ რა შევჰსცოდეთ, რად ყე დაგვთმო რად გაგვწირნა. სპანი მისგან დაწყობილნი, ვინცაღა ვით გაგვიგმრნა:-

810. ყოვლნი ჰსტიროდეს მოსთქმიდეს, მერმე დაჰსწყნარდეს გვიანად. მეფემან ჰბრძანა იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად. მოჳდა მონა შერმადინ, მოშიშრად სირცხჳლიანად. ანდერძი ჰკადრა ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად:-

811. მოახსენა საწოლს ვჰპოვე, ესე მისგან დანაწერი. ჰსდგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯათ თმა და წვერი. იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი. მე თუ მამკლათ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი:-

812. რა ანდერძი წაიკითხეს, კულავ იტირეს დიდი ხანი. მერმე ჰბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი ჰსპანი. ვამლოცუჱლოთ დავრდომილნი, ობოლნი და ქურივნი სხუანი. შევეწივნეთ ჰმშჳდობისა, ნუ თუ მიჰსცეს ღ~თნ გზანი:-

წარსლუა ავთანდილისაგან მეორედ გაპარჳთ ტარიელის შესაყრელად (25)

813. მთუარე მზესა მოეშოროს, მოშორვება გაანათლებს. რა იახლოს შუქი დაჰსწუავს, გაეყრების ვერ იახლებს. მაგრა ვარდსა უმზეობა, გაახმობს და ფერსა აკლებს. ჩუჱნ ვერ ჭურეტა საყუარლისა, ჭირსა ძუჱლსა განგჳახლებს:-

814. აწყა დავიწყებ ჰამბავსა, მის ყმისა წამავლობასა. მივა მიტირის გულმდუღრად, ვერ ვიტყჳ ცრემლთა მცრობასა. წამ წამ მობრუნდის იაჯდის, მისთჳს მზისავე მზობასა. უჭურეტდის თუალნი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰჴსნის მიჰხდის ცნობასა:-

815. რა მიეახლის დაბნედად, არ ეძლო გაძურად ენისად. მაგრამ ჰსდის ცრემლი თუალთაგან, მჰსგავსად დილაჯის დენისად. ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად. რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად:-

816. ჰსთქუა მზეო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს. რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს. თუალთა მტირალთა შეხედუა, შენივე ჰსწადდეს და უნდეს. ჰსჯობს საყუარელსა მოყუარე, რაზომცა დაუზაბუნდეს:-