... (S-2781), XIX ს.

779. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად ვის სიკუდილი მოყურისათვის თამაშად და მიჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გავუშვივარ დავსდგე მე რად მას თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად

780. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკუდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა ამას ზედა იტირებდი დაიდებდი თუალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

781. დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად ჱე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავსდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად

782. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყუარესა მოყუარულსა მე სიტყუასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლათქმულსა სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა

783. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა მე რად გავსწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

784. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღგვამაღლებს ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ

785. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მამცა ძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღუარი დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გახდის წამისყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

786. რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქმნების მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი ია ხმების ვარდი ჭნების თუალთა ტურფა საჭურეტელი უცხო რადმე ეშვენების მე ვით გავძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით მეთნების

787. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცულა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასულა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფამცა მქონდა ნებისა

788. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცისა მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა

789. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენუჱ გნახე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო ესე ჩემთვის დიდებად და კმაა ესე ჩემდა დავლად

790. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუ თუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

791. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა რა უარეა მამაცსა სულდიდსა წასლვაგვიანსა

792. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირისმხმეჭელსა შედრეკილსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

793. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს სოფელმან ერთგან მოყმე და მხცოვანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

794. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად სცთების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვინ ერთგან დღისა და ღამისად თუ ვეღარ გნახე ცოცხალმან ყოფამცა მქონდა ჟამისად

795. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვერცა შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს მაშინღა გულმან მოწყალე მლმობელმან

796. მაქუს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები თქვენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არასმქონები მიღვწიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

797. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა გსადებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად თქვენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად