... (H-925), XVIII ს.

779. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

780. აწყა დავიწყებ ანბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიუბნობს გულმდუღრად ვერ იტყუის ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოხსნის მიხდის ცნობასა

781. რა მიეახლის დაბნედად ვერ ჴელყვის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მგზავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

782. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუზაბუნდეს

783. მე რა ვქნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

784. ტირს იტყვის დადვა კეშნი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდი პატიჟთა თმანო

785. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად ჰერთ ჰარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი ერთი იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

786. ვის ხატად ღ~თისად გიტყუიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავსძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

787. ამას მოთსქმიდის იწოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსლვა იამებოდის მას ამგზავსებდის ილხენდის უჭურეტდის ეუბნებოდის

788. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენგამო შენებრ მშვენისა

789. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლავ გაემართის ისწრაფდის წასვლასა მისვე გზისასა

790. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახუდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულმარიხიანი იტყვის დავყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახ იანი

791. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭყალსა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქუაბთა კარსა

792. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა დია იამების

793. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

794. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყუის აჰა დაო ეგეთიმცა ჰკაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

795. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაჰპირდა მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა

796. კვლა ქალი ეტყვის მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გავბრჭო მართალი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა

797. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა კიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი წვიდიან

798. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრამ ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშურების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა