... (H-925), XVIII ს.

799. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქუათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია

800. მას წამავალსა ვკითხევდი დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავყრი არეთა არ გავსტეხ მის ქადებულსა

801. მას ზენაარსა არ გავტეხ მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

802. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ჴელქნილსა სულთქმისა ზედაზედისა დავიწყებივარ სიკვდილსა ნახეთ ნაქმარი ბედისა

803. ესე არაკი მართალი ჩინელს ქვაზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია

804. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბრჭე რა მიქნია სამსახური ტყუესა ტყუისად გამოჭრილვარ სისხლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

805. გამოჭრილვარ საძებარად ვერვის ძალაქვს ჩემოდნება უდაბურთა ტყეთა ვლახავ ჭირი მაქვს და მრავლად ვნება მემცა ვითა დავეურჩე რა მოვიდეს ღ~თისა ნება მისგან კიდე არვის ძალუც ამა ჩემთა ცეცხლთა გზნება

806. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსლვითა მზისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ

807. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმრთისაგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღ~თსაგან კარგსა რაღასა მოველი

808. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასვლა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშურალი და მტირალი ქვე ვზივარ პირითა მქისითა

809. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა დავაღადრო წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

810. ამის მეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა ქუაბი ჩავლო წყალსა გაჰჴდა შამბი ჩავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

811. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვკვდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა და ტირილი

812. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

813. კვლავ იტყუის მიკუირს ნაღველი კაცისა მე ჭკუიანისა რა მჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა

814. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

815. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაეხოცნა

816. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიანჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი