... (Q-296), XVIII ს.

802. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავყვე წამავალსა არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვეზირისა მიიყვანდეს შიშით მკრთალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

803. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსული როსტან უთხრა არა მაჴსოვნს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხან სული აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულის გული

804. თუ რად გახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქუამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე

805. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მელევი კვლავ მაგის მეტად ნუ მასმენ თვარე მე სულად გელევი

806. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა ვერ პოვნა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდა მონანი ცრემლთა მდინანი მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი

807. რა ვეზირი არ შევიდა კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

808. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი ქუში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

809. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვენთანა დარი არ დარობს დარულად

810. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი– პირსა ხოკით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი– სად წახე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

811. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

812. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა სასმენელად მე მასრულსა აწ უშენოდ რა გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

813. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუ თუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვჰკუდე გაზრდილო ვისგან დავიტირები

814. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ჴმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკაცისა ცისა

815. რა მეფემან დიდებულნი ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევცოდეთ რად გდაგუყარნა რად გაგუვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვინ დაგვიჭირნა

816. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა შერმადინ მოშიშრად სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

817. მოახსენა საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმადა წვერი იგი მარტო გაიპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლათ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

818. რა ანდერძი წაიკითხეს კვლავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუ თუ მისცნეს ღმერთმან გზანი

წასლვა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით ტარიელის შეყრა

819. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს