... (H-740), XVIII ს.

767. ფატმან: ხათუნს: გაეხარნეს: გააგება: მონა: ათი: მოუკაზმნეს: ქარვასლანი: დააყენა: ბარგი: მათი: შემოვიდა: ღაწვი: ვარდი: ბროლ: ბალახში: მინა: სათი: მისთა: მჭურეტთა: დაასახეს: ვეფხსა: ტოტი: ლომსა: თათი:

768. ზარი: გაჴდა: შემოაკრფეს: ქალაქისა: ერნი: სრულად: იქით: აქათ: იჯარვოდეს: უჭურიტოთო: ამას: რულად: ზოგნი: ნდომით: შეჰფრფინვიდეს: ზოგნი: იყუნეს: სულ: წასრულად: მათთა: ცოლთა: მოიძულვეს: ქმარნი: დარჩეს: გაბასრულად:

769. ფატმან: ცოლი: უსენისი: გაეგება: კართა: წინა: მხიარულად: უსალამა: სიხარული: დაიჩინა: ერთმანერთი: მოიკითხეს: შევიდეს: და: დასხდეს: შინა: ფატმან: ხათუნს: მოსულა: მისი: შევით: ვატყევ: არ: ეწყინა:

770. ფატმან: ხათუნ: თვალად: მარჯვე: არ: ყმაწვილი: მაგრა: მზმელი: ნაკუთად: კარგი: შავგურემანი: პირ: მსუქანი: არ: პირჴმელი: მუტრიბთა: და: მომღერალთა: მოყუარული: ღვინის: მსმელი: დია: ედვა: სასალუქო: დასაბურავ: ჩასაცმელი:

771. მას: ღამესა: ფატმან: ხათუნ: უმასპინძლა: მეტად: კარგა: ყმამან: უძღუნა: ძღვენი: ტურფა: მომღებელთა: თქუეს: თუვარგა: ფატმანს: მისი: მასპინძლობა: უღირს: ღ~თო: არ: დაჰკარგა: სვეს: და: ჭამეს: და: დასაწოლად: ყმა: გავიდა: ღამით: გარგა:

772. დილასა: ლარი: ყუელაი: უჩვენა: გაახსნევინა: ტურფანი: სეფედ: გარდასხნეს: ფასიცა: დაათულევინა: ვაჭართა: უთხრა: წაიღეთ: აჰკიდა: გააწევინა: თქუა: ვითა: გინდა: ვაჭრობდით: ნუ: გამაცხადებთ: მე: ვინა:

773. ყმა: ვაჭრულად: იმოსების: არ: ჩაიცვამს: არას: მისსა: ზოგჯერ: უჴმის: ფატმან: მისსა: ზოგჯერ: იყუის: ფატმანისსა: ერთგან: სხდიან: უბნობდიან: საუბარსა: არა: მქისსა: ფატმანს: ჰკულიდა: უმისობა: რამინისთვის: ვითა: ვისსა:

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება:

774. სჯობს: სიშორე: დიაცისა: ვისგან: ვითა: დაითმობის: გილიზღებს: და: შეგიკუეთებს: მიგინდობს: და: მოგენდობის: მართ: ანაზდათ: გიღალატებს: გაჰკუეთეს: რამცა: დაესობის: მით: დიაცსა: სამალავი: არასთანა: არ: ეთხრობის:

775. ფატმან: ხათუნს: ავთანდილის: გულსა: ნდომა: შეუვიდა: სიყუარული: მეტის: მეტი: მოემატა: ცეცხლებრ: სწვიდა: დამალვასა: ეცდებოდა: მაგრა: ჭირთა: ვერ: მალვიდა: იტყუის: რა: ვქნა: რა: მერგების: აწვიმებდა: ცრემლთა: ღურიდა:

776. მიღმა: ვუთხრა: ვაი: თუ: გაწყრეს: შეხედვაცა: დამიძვირდეს: თუ: არა: ვთქუა: ვეღარ: გავძლებ: ცეცხლი: უფრო: მამიხშირდეს: ვთქუა: და: მოვკუდე: ანუ: დავრჩე: ერთი: რამე: გამიპირდეს: მას: მკურნალმან: ვერა: ჰკურნოს: თუარ: უთხრას: რაცა: სჭირდეს:

777. დაწერა: წიგნი: საბრალო: მის: ყმისა: მისართმეველი: მისისა: მიჯნურობისა: მისთა: პატიჟთა: მცნეველი: მისთა: მსმენელთა: გულისა: შემძრველი: შემარხეველი: უსტარი: შესანახავი: არ: ცუდად: დასახეველი:

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა:

778. მით: შეგქნა: ღ~თსა: ვინათგან: მზედ: სწადდი: დასაბადებლად: მით: შეგქნა: მოშორვებულთა: ლხინად: არ: ჭირთა: მწადებლად: ახლოს: შემყრელთა: დამწველად: მათად: ცეცხლისა: მადებლად: მნათობთა: შენი: შეხედვა: ტკბილად: უჩს: დასაქადებლად:

779. შენ: გტრფიალობენ: მჭურეტელნი: შენთვის: საბრალოდ: ბნდებიან: ვარდი: ხარ: მიკუირს: ბულბულნი: რად: არ: შენზედა: კრთებიან: შენი: შვენება: ყუავილთა: აჭკნობს: და: ჩემნიცა: ჭკნებიან: სრულად: დამწვარვარ: თუ: მზისა: შუქნი: არ: მამესწრებიან:

780. ღ~თი: მყავს: მოწმად: ვიშიშვი: თქუენსა: ამისა: თხრობასა: მაგრა: რა: ვირგო: დღე: კრულმან: სრულად: გავჰყრივარ: თმობასა: გული: ვერ: გასძლებს: ნიადაგ: შავთა: წამწამთა: სობასა: თუ: რას: მეწევი: მეწიე: თვარა: მივჰჴუდები: ცნობასა:

781. მე: ვირე: ამა: წიგნისა: პასუხი: მომივიდოდეს: ვცნობდე: გინდოდე: საკლავად: ან: ჩემი: რა: გაგვიდოდეს: მუნამდინ: გავსძლო: სულთა: დგმა: გული: რაზომცა: მტკიოდეს: სიცოცხლე: ანუ: სიკუდილი: გარდმიწყდეს: ნეტარძი: ოდეს:

782. ფატმან: ხათუნ: დაწერა: და: გაუგზავნა: წიგნი: მისი: ყმამან: ასე: წაიკითხა: და: ვინმეა: ანუ: თვისი: თქუა: არ: იცის: გული: ჩემი: ვინ: მაშიკობს: ვისსა: ვისი: რომე: მიმიჩს: სამიჯნურო: რად: ვამგზავსო: მე: მას: ისი:

783. თქუა: ყუავი: ვარდსა: რას: აქნევს: ანუ: რა: მისი: ფერია: მაგრა: მაზედა: ბულბულსა: ჯერ: ტკბილად: არ: უმღერია: უმგზავსო: საქმე: ყოველი: მოკლე: და: მით: ოჴერია: რა: უთქუამს: რა: მოუჩმახავს: რა: წიგნი: მოუწერია:

784. ესე: გვარი: საზრახავი: დაუზრახა: გულსა: შინა: მერმე: იტყუის: ჩემგან: კიდე: ჩემი: შემწე: არა: ვინა: რასათვისცა: გამოჭრილვარ: მისი: ძებნა: რადგან: მინა: რათაცავით: ვპოებ: მას: ვიქ: გულმან: სხვამცა: რა: ისმინა: