... (Q-609), XIX ს.

779. აწ ამბავი სხვა დავიწყო: ყმასა წავყვე წამავალსა: არ შეექნა დარბაზობა მას დღეს: როსტანს გულ გამწყრალსა: რა გათენდა ქუში ადგა: გავს თუ ადენს პირით ალსა: ხმობა ბრძანა ვეზირისა: მიიყუანდეს შიშით მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა:

780. რა ვაზირი მოწიწებით:დარბაზს ნახა შემოსრული: როსტან უთხრა არა მახსონს: გუშინდელი შენგან ქნილი: მაწყინე და გამარისხე: ვერ დავიღე დიდხანს სული: აზომ რომე გაგათხოვე: შენ ვაზირი გულის გული:

781. თუ რად მახსოვს რად უნდოდა: ისრე ავად რად გაგჴადე: მართლად უთქუამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე: ესე გვარსა ნუ ოდეს იქ: საქმე ხოლე გაიცადე: აწ მითხარ თუ რას იტყოდი: თქჳ და სიტყუა გააკვლადე:

782. კვლავ მოახსენა ვეზირმან: სიტყვა ნაგუშინდელევი: რა გაიგონა შესთვალა: პასუხი არ ნაგრძელევი: შენ თუ უშმაგო მგონიხარ: ვარმცა ურია მე ლევი: კულავ ამის მეტად ნუ მასმენ: თვარე მე სულად გელევი:

783. რა გამოვიდა ვეზირმან: ძებნა ვერ პოვა მინანი: მართ გაპარვასა უთხრობდეს: მონანი ცრემლთა მდინანი: მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ: მახსოვან დღენი წინანი: ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს: რაცა ვჰსთქვი მასცა ვინანი:

784. რა ვეზირი არ შევიდა: კულავ მეფემან კაცი გზავნის: კაცმან ცნის და გარეთ დადგის: წასვლა ვერვინ გაამჟღავნის: როსტანს ეჭუი შეუვიდა: ჭმუნვა ამით გაათავნის: თქვა უცილოდ გაიპარა: ვინ მარტომან ასთა ავნის:

785. თავ დადრეკით იგონებდა: გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი: უში ქნა და აიხედნა: უბრძანებდა მონას მიდი: მოვიდეს და აწ მიამბოს: შემოვიდეს იგი ფლიდი: რა ვეზირი შემობრუნდა: ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი:

786. კულავ შევა დარბაზს ვეზირი: დაღრეჯით არ მხიარულად: მეფემან ჰკითხა წასრულა: მზე დაუდგრომლად მთვარულად: მან მოახსენა ყუელაი: ვით წასრულიყო დარულად: მზე აღარ მზეობს ჩვეთანა :დარი არ დარობს დარულად:

787. რა მეფემან მოისმინა: დაიზახნა მეტის მეტნი: მოსთქვამს იტყვის ვაჲ გაზრდილო: ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი: პირსა ხოკით წვერსა გლეჯით: გააკვირნა მისნი მჭვრეტნი : სად წაჰხვე და სად დაკარგენ: სინათლენი ეგე სვეტნი:

788. თუ თავი შენი შენ გახლავს: ღარიბად არ იხსენები: მაგრა მე რა ვჰქნა გაზრდილო: აწ სახლად მართებს სენები: გამაღარიბე დამაგდე: გულსა გლახ ვისთვის ენები: შენად შეყრამდის პატიჟთა: ჩემთა ვერ იტყჳს ენები:

789. ოდეს გნახავ მხიარულსა: ნადირობით შემოსრულსა: ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა: ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა: ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა: სასმენელად მე მასულსა: აწ უშენოდ რა გლახ უყო: საჯდომსა და სრასა სრულსა:

790. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი: რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს: შენთა ისართა პირები: ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით: გაგიადვილოს ჭირები: მაგრა თუ მოვჰკვდე გაზრდილო: ვისგანღა დავიტირები:

791. ზარი გაისმა შემოკრბა: ჯარი მრავალი კაცისა: დარბაზს ხასთაგან ჯარია: ჴელითა წვერთა ტაცისა: იგლეჯს და იცემს ყუელაი: ჴმა ისმის თავსა ტკაცისა: თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა: რადგან მზე მიგვიდრკა ცისა:

792. რა მეფემან დიდებულნი: ნახა სულთქმით შემოსტირნა: უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან: შუქნი სრულად დაგვიძვირნა: რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ: რად დაგუყარნა რად გაგვწირნა: სპანი მისგან დაჭირულნი: ვინცაღა ვით დაგვიჭირნა:

793. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს: მერმე დაწყნარდეს გვიანად: მეფემან ბრძანა იკითხეთ: მარტოა ანუ ყმიანად: მოვიდა მონა შერმადინ: მოშიშრედ სირცხვილიანად: ანდერძი ჰკადრა ატირდა: სიცოცხლე უჩნდა ზიანად:

794. მოახსენა საწოლს ვჰპოე: ესე მისგან დანაწერი: დგეს მონანი ნატირებნი: დაეგლიჯა თმა და წვერი: იგი მარტო გაპარულა: ყმა არ ახლავს არცა ბერი: მე თუ მამკლავთ მემართლებით: სიცოცხლე მჭირს შეუფერი:

795. რა ანდერძი წაიკითხეს: კვლაუ იტირეს დიდი ხანი: მერმე ბრძანა მხიარულსა: ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი: ვამლოცველნეთ დავრდომილნი: ობოლნი და ქვრივნი სხვანი: შევეწივნეთ მშვიდობისა: ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი:

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა:

796. მთვარე მზესა მოეშორვოს: მოშორვება გაანათლებს: რა იახლოს შუქი დასწვავს: გაეყრების ვერ იახლებს: მაგრა ვარდსა უმზეობა: გაახმობს და ფერსა აკლებს: ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა: ჭირსა ძველსა გაგვიახლებს: