... (W-27), XVII ს.

774. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

775. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქუი არა ხარ ცნობასა შენ საყუარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ჴმალგამოწვდილი გაუჴე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ დაჴსენ სოფლისა თმობასა

776. ჴმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფჴვი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწუავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღურელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

777. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყუარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღურიდე

778. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასულა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკუდილიცა დამიძუირდა ესე სიტყუა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდა

779. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღურიდა უთხრა დათმე ნუ მოჰკუდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

780. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღულებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკუდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

781. იტირეს და გაემართნეს ქუაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა მისმან ცრემლმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კულავ ცნობანი ააჩქარნეს

782. ასმათ თქუა ღ~თო რომელი არ ითქუმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

783. ასმათ თქუა ღ~თო რომელი არ ითქუმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

784. ტარიელ ეტყუის ჰე დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმენია ვაი შენი ბრალი და თუ არ სიკუდილი ჩემი ლხინია

785. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღურის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკუირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს წყალი სდის არ ოდეს არ გაჴმობილი ვაი წახდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

786. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

787. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მამშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

788. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყუა შევიდა ცეცხლი მათებრვე გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხვისა რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ ეამებოდა

789. მწუადი შეიწუეს შეიქმნა პურობა მგზავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა დაცოხნის ლუკმა გატყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

790. ამოდ რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქუას არ ცუდად წაუხდებოდეს [.................................................................................................] დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუჴდებოდეს

791. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავის თავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ჴშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

792. ტარიელ ეტყუის რად უნდა სიტყუისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა რა ზენარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყურობა მოყურისა წარმავალისა

793. აწ შემიწყალე ნუ დამწუავ კულა წუითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერც დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა