... (H-403), 1818 წ.

780. რა მოგშორდე მახსენებდი: სიყვარული ჩემი გქონდეს჻ არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა: თავი მონად მამიმონდეს჻ ჴამს მამაცი გაგულოვნდეს: ჭირსა შიგან არ დაღონდეს჻ მძულს რომ კაცსა სააუგო: საქმე არა არ შესწონდეს჻

781. მე იგი ვარ ვინ სოფელსა: არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად჻ ვის სიკვდილი მოყვრისათვის: თამაშად და მიჩანს მღერად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე: გაუშვივარ დავდგე მე რად჻ თუ მას დავჰთმობ სახლსა ჩემსა: ვეღარ დავჰთმობ ვისა მე რად჻

782. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ: როსტანს წინა დაწერილსა჻ შენ შეგვედრებ დაგიჭიროს: ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა჻ მოვჰკვდე თავსა ნუ მოიკლავ: სატანისგან ნუ იქ ბნელსა჻ ამაზედა იტირებდი: დაიდებდი თვალთა მილსა჻

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻

783. დაჯდა წერად ანდერძისა: საბრალოსა საუბრისად჻ ჱე მეფეო გავიპარე: ძებნად ჩემგან საძებრისად჻ ვერ დავდგები შეუყრელად: ჩემთა ცრემლთა მამდებრისად჻ შემინდევ და წამატანე: მოწყალება ღ~თაებრისად჻

784. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ: ამა ჩემსა გაზრახულსა჻ კაცი ბრძენი ვერ გასწირავს: მოყვარესა მოყვარულსა჻ მე სიტყვასა ერთსა გკადრებ: პლატონისგან სწავლა თქმულსა჻ სიცრუე და ორ პირობა: ავნებს ჴორცსა მერმე სულსა჻

785. რადგან თავი სიცრუვეა: ყოვლისა უბედობისა჻ მე რად გავწირო მოყვარე: ძმა უმტკიცესი ძმობისა჻ არა ვიქ ცოდნა რას მარგებს: ფილასოფოსთა ბრძნობისა჻ მით ვისწავლიდით მოგვეცეს: შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა჻

786. წაგიკითხავს სიყვარულსა: მოციქულნი რაგვარ სწერენ჻ ვით იტყვიან ვით აქებენ: ცან ცნობანი მიაფერენ჻ სიყვარული აგვამაღლებს: ვით ეჟვანი ამას ჟღერენ჻ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი: კაცნი რადმცა შევაჯერენ჻

787. ვინ დამბადა შეძლებაცა: მანვე მამცა მძლევად მტერთად჻ ვინ არს ძალი უხილავი: შემწე ყოვლთა მიწიერთად჻ ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს: ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად჻ იგი გახდის წამი ყოფით: ერთსა ასად ასსა ერთად჻

788. რაცა ღ~თსა არა სწადდეს: არა საქმე არ იქნების჻ მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი: ია ჴმების ვარდი ჭკნების჻ თვალთა ტურფა საჭვრეტელი: ყველა რამე ეშვიდნების჻ მე ვით გავსძლო უმისობა: ან სიცოცხლე ვით გეთნების჻

789. რაზომცა სწყრები შემინდევ: შეცულა თქვენისა მცნებისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე მაგისისა თნებისა჻ აწ წასულა იყო წამალი: ჩემთა სახმილთა გზნებისა჻ სადა გინდ ვიყო რა მგამა: ყოფაცა მქონდეს ნებისა჻

790. არას გარგებს სიმძიმილი: უსარგებლო ცრემლთა დენა჻ არ გარდავა გარდუვალად: მომავალი საქმე ზენა჻ წესი არის მამათაგან: მოჭირვება ჭირთა თმენა჻ არვის ძალუც ჴორციელსა: განგებისა გარდავლენა჻

791. რაცა ღ~თსა გაუგია: თავსა ჩემსა გარდასავლად჻ გარდამჴდეს და შემოვიქცე: აღარ დამრჩეს გული ავლად჻ თქვენვე გნახნე მხიარულნი: დიდებით და დავლა მრავლად჻ მას რა ვარგო დიდებად და: კმარის ესე ჩემთვის დავლად჻

792. მეფეო ესე თათბირი: მამკალ ვინ დამიწუნოსა჻ მეფეო ნუთუ წასვლამან: თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ: საქმესა საძაბუნოსა჻ პირის პირ მარცხვენს ორნივე: მივალთ მას საუკუნოსა჻

793. არ დავიწყება მოყვრისა: აროდეს გვიზამს ზიანსა჻ ვგმობ კაცსა უაუგოსა: ცრუსა და ღალატიანსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ: მას ჴელმწიფესა სვიანსა჻ რა უარია მამაცსა: სულ დიდსა წასვლა გუიანსა჻

794. რა უარეა მამაცსა: ომშიგან პირის მხმეჭელსა჻ შემდრკალსა შეშინებულსა: და სიკუდილისა მეჭველსა჻ კაცი ჯაბანი რათა სჯობს: დიაცსა ქსლისა მბეჭველსა჻ სჯობს სახელისა მოხვეჭა: ყოველსა მოსახვეჭელსა჻

795. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა: გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი჻ მისგან ყოველი გასწორდეს: სუსტი და ძალ გულოვანი჻ ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან: ერთგან მოყმე და მჴცოვანი჻ სჰჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა: სიკვდილი სახელოვანი჻

796. მერმე ვიშიშვი მეფეო: თქუენად კადრებად ამისად჻ ჰსცდების და ჰსცდების სიკუდილსა: ვინ არ მოელის წამისად჻ მოვა შემყრელი ყოველთათვინ: ერთად დღისა და ღამისად჻ თუ ვერა გნახნე ცოცხალმან: სიცოცხლე მქონდეს ჟამისად჻

797. თუ საწუთრომან დამამჴოს: ყოველთა დამამჴობელმან჻ ღარიბი მოვჰკუდე ღარიბად: ვერ დამიტიროს მშობელმან჻ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა: და ვერცა მისანდობელმან჻ მუნ შემიწყალოს თქუენმავე: გულმან მოწყალე ლმობილმან჻

798. მაქუს საქონელი ურიცხვი: ვერვისგან ანაწონები჻ მიეც გლახაკთა საჭურჭლე: ათავისუფლე მონები჻ შენ დაამდიდრე ყოველი: ობოლი არას მქონები჻ მიღვწიან მამიგონებენ: დამლოცვენ მოვეგონები჻