... (H-302), 1803 წ.

778. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა ახმან, ცნობიერი სიტყუა უთხრა, უცნობოსა რასმე მძრახმან-

779. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყუა ჰკადრა არ მალული, ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული, ეგე სამჴრე მისეული, შენ გაჩნია მისგან წყლული, რაგუარ გიყუარს ვითარ გიღირს, ჰსთქუი დავიღო მერმე სული-

780. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა, ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყალთა მიწისა და ხისა, არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა-

781. ავთანდილ უთხრა ველოდი, მართ მაგისავე თქმევასა, აწ რადგან გითქვამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა, ჰსჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამჴრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა, უარესისა რჩევასა-

782. სამჴრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი, აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი, პირველ გლახ მისი ნაჭურეტი, და მერმე შენი დობილი-

783. თქუჱნს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქმნილი ცნობისა, მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთვის მიჴდილი ცნობისა, გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა-

784. მან უბრძანა რაცა გითქუამს, უმართლე ხარ მეტის მეტად, საბრალოა ასმათ მისად, მჰგონებლად და ჩემად მჭვრეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად, რადგან დავჰრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად-

785. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი, ვერა მითქუამს ქება მათი, ვერა ქება საქებარი, კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი, გუჱლსა ჴვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი-

786. ამას ეტყუის შენთვის დავდებ, გონებასა სულსა გულსა, მაგრამ შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა, არას გარგებს ჰსწავლულობა, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა, არ იხმარებ რას ჴელსა ჰჴდი, საუნჯესა დაფარულსა-

787. არას გარგებს შეჭირვება, რომ ჰსჭმუნვიდე რა გერგების, არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოჰკუდების, მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჭნების, ბედი ცდაა გამარჯუჱბა, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების-

788. მოახსენა ეგე ჰსწავლა, ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, გონიერსა მწურთელი უყვარს, უგუნურსა გულსა გმირდეს, მაგრამ რა ვჰქმნა რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს, შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკჳრდეს-

789. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების, ამად წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების, რაცა ვისცა საქმე თჳთ სჭირს, სხვათათვისცა ეკარგების, პირუჱლ რომე არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების-

ჰამბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა

790. რა წამეკიდა ყუჱლაი, წურილად გიამბო ენითა, მერმეღა გაჰბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა, შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა, ქუაბს ვეღარ გავსძელ მინდორად, მოვლა მამინდა ცხენითა-

791. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს, ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს, ჰგუანდეს რათმე მოყუარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყუჱს ერთმანერთსა, გამიკვირდეს შემეზარნეს-

792. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამჰსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი ჰსდევს ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი-

793. პირუჱლ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს, თჳთო ტოტი ერთმანეთსა, ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს, გამოჰრიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამორიდნეს, ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს-

794. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა, შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა, ჴრმალ გამოწვდილი გაუჴე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა-

795. ჴრმალი გავჰსტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა, მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწუავს ცეცხლითა ცხელითა, მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გაუძელ იგიცა, მოვკალ გულითა ხელითა-

796. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე, მამეგონა ოდეს ჩემსა, საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომჴდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე-