... (Q-376), XIX ს.

780. მეფეო ესე თათბირი, მამკალ ვინ დამიწუნოსა. მეფეო ნუ თუ წასულამან, თქუჱნ ჩემმან დაგაჭმუნოსა. ვერ ვეცრუვები ვერ ვუზამ, საქმესა საძაბუნოსა. პირისპირ მარცხუჱნს ორნივე, მივალთ რა საუკუნოსა:-

781. არ დავიწყება მოყურისა, აროდეს გჳზამს ზიანსა. ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა. ვერა ვერ ვუტეხ პირობას, მას ჴელმწიფესა სვიანსა. რა უარეა მამაცსა, სულდიდსა წასლუა გვიანსა:-

782. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა. შემდრკალსა შეშინებულსა, და სიკუდილისა მეჭუჱლსა. კაცი ჯაბანი რითა ჰსჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭელსა. ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა:-

783. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი. მისგან ყოველი გაჰსწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი. ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მჰჴცოვანი. ჰსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკუდილი სახელოვანი:-

784. მერმე ვიშიშჳ მეფეო, თქუჱნად კადრებად ამისად. ჰსცდების და ჰსცდების, სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად. მოვა შემყრელი ყოველთათჳნ, ერთგან დღისა და ღამისად. თუ ვეღარ გნახო ცოცხალმან, თქვჱნმც სუფევთ მრავალ ჟამისად:-

785. თუ საწუთრომან დამამჴოს, ყოველთა დამამჴობელმან. ღარიბი მოვჰკუდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან. ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან. გთხოვ შემიწყალოს მაშინღა, მამებრ და მოწყალე ლმობელმან:-

786. მაქუს საქონელი ურიცხჳ, ვერვისგან ანაწონები. მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათაჳსუფლე მონები. თქუჱნ დაამდიდრეთ ყოველნი, ობოლნი არას მქონები. მიღვწიან შევებრალები, დამლოცვენ მოვეგონები:-

787. რაცა თქუჱნთჳს არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად. მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად. ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთჳს წასაგებლად. თქუჱნგან კიდე არ ვინ მიჳს, ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად:-

788. ამას იქით ჩემგან ჩემი, ჰამბავიცა არ გეცნევის. ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს არ გეთნევის. ვინ რას არგებს ეშმაკისა, ვინცა საქმით დაიძლევის. შემინდევ და შემივედრე, მკუდარსა რაღა გარდმეხდევის:-

789. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა ჰრჩეულსა. ნაკად აქუს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა. ნუგეშიეცი წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა. ნუ დაადინებ თუალთაგან, ცრემლთა სისხლითა რეულსა:-

790. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა. აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა. ნუ ჰსჭმუნავთ ჩემთჳს მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხარ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა:-

791. მიჰსცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა. უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა. შენ დაგამეტებს ვერავინ, სამსახურითა ვერითა. მოეხჳა და აკოცა ცრემლითა, სისხლის ფერითა:-

ლოცუა ავთანდილისაგან მიზგითას და გაპარვა მისი (23)

792. ილოცავს იტყჳს მაღალო, ღ~თო ჴმელთა და ცათაო. ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო. უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო. მომეც დათმობა სურჳლთა, მფლობელო გულის თქმათაო:-

793. ღ~თო ღ~თო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქუჱნათ ზესა. შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა. მე სოფელმან მამაშორა, უკეთესსა ჩემსსა მზესა. ნუ აღმოფხური სიყუარულსა, მისგან ჩემთჳს დანათესსა:-

794. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მიჳს შენგან კიდე. შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე. მტერთა ძლევა ზღუათა ღელუა, ღამით მავნე გამარიდე. თუღა დავჰრჩე გმსახურებდე, შენდა მსხუჱრპლსა შევჰსწირვიდე:-

795. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა. შერმადინცა დააბრუნა, გლახ მით ჟამნი დაიმწარნა. მონა ჰსტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა. პატრონისა ვერა მჭურეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა:-

796. აწ ამბავი სხუა დავიწყოთ, ყმასა ვჰსთმობდეთ წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა. რა გათენდა ქუშად ადგა, ჰგავს ადენდა პირით ალსა. ჰჴმობა ჰბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრთალსა:-

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წარსლჳსა (24)

797. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული. როსტენ უთხრა არა მაჴსოვს, გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და განმარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული. ეგზომ რომე გაგათრივე, შენ ვაზირი გულის გული:-