... (S-2781), XIX ს.

760. ყმამან უთხრა აღარ წასულა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოუკუდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ხამს უძებნოს ცუარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქმნას ანუ გული რითა დაიწყნაროს

761. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

762. მოვახსენებ ერთხელ კულავცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვკუდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხურების

763. მოიუბნეს ვაზირმან ქმნა ჭამასმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი აღვეავსნა მოყმენი თუ უნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

764. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი თუალი ლალიაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

765. შესთუალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცუალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

766. მე ვითა ვსთქუა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა მოხმარება ჰგავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

ავთანდილისაგან შერმადილის საუბარი

767. შერმადინს ეტყუის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედად ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი

768. უთხრა როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მომისმინა მან არ იცის რა მჭირს ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღ~თნ ვისმცა შეარჩინა

769. თუმცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი [უ]ნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უობს ლხინსა არას არ იახლებს ერიდების ჰკრთების ქსუობს

770. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შურვა ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოხმარება მისად რგებად ველთა რბენა

771. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვირე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაიმაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

772. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე აქამომდე სამსახური კულავ გავლენა გააკვლადე

773. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნუმცა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

774. ესე ესმა შერმადინსა ცრემლი ცხელი თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა ვითმცა შევუშინდი მაგრამ რა ვქმნა უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარო რადცა გინდი

775. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქმნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღურიდი

776. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრამ საქმე არ მოხვდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენს უმჯობეს მოყავსღა მერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

777. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო იყოს მიჯნური და ცრემლისა სისხლსა ფერებად იგი ყუეს მარად მოყუასად იგ უჩნდეს ბედნიერებად ესრეა ესე სოფელი შესჯერდი კვლა შეჯერებად

778. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ხამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს