... (Q-296), XVIII ს.

764. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მამისმინა მან არ იცის რათ ვინადა სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა

765. თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქუამს ვაებს უობს ლხინსა არას არ იახლებს ერიდების კრთების კუშტობს ვაშობ უშობს

766. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური ჩუქებისა ვერ მოწყენა გავლენა და მოხმარება მისად რგებად ველთა რბენა

767. რადღა ვაგრძელებ სიტყუასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვა წამალი ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვირე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

768. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისა კვლავ გავლენა გააკვლადე

769. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

770. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი მაგრა რავქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარო რაცა გინდი

771. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქმნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი

772. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოჰჴდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდევ ვინც მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

773. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჴამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად გაჭრა ჴელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდა კულა შეჯერებად

774. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

775. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფს კიტრად ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გაუშვივარ დავდგე მერად მაშ თუ დავთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავთმობ ვისა ვერად

776. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვჰკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამაზედა იტირებდი დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

777. დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად

778. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლებულსა სიცრუე და ორ პირობა ავნებს ჴორცსა მერმე სულსა»

779. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა მე რად გავსწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

780. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი როგორ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღგვამაღლებს» ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცი რადმცა შევაჯერენ

781. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მამცა ძლევა მტერად ვინ არს ძალი უხილავი შემწე ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებ ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

782. რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ჴმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვი დნების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების