... (A-656), XIX ს.

873. სამხრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი თვით მერმე შენი დობილი

874. თქვენს შუა მქმნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირსქმნილი ხმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

875. მან უბრძანა რაცა გითქვამს უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერთცა რეტად

876. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

877. ამას ეტყვის შენთვის დავსდებ გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლებული თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა

878. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თურ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდაა გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების

879. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერთა მწვრთელი უყვარს უგუნურთა გულსა გმირდეს მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს

880. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი გული ჩემი რაგვარ დნების

მბობა ტარიელისაგან ლომვეფხის დახოცისა

881. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა

882. ამა ქედსა გარდავადეგ შამბნი ისი მომეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს გვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

883. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხვნი მოვიდეს ორგნით რებულნი სახედ ვამზგავსენ მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხვი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებული

884. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანერთსა კრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

885. ლომსა დავუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ხრმალ გამოწვდილი გავუხე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

886. ხრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მომინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

887. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სულნი სრულად არ ამომხდეს რას გიკვირს თუ ცრემლსა ვღვრიდე

888. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკვდილიცა დამიძვირდა ესე სიტყვა დაასრულა ყმამან სულთქვნა აცატირდა

ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

889. ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დათმე ნუ მოკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღმერთი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

890. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანავღლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკვდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს