... (A-656), XIX ს.

982. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა სული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა

983. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა შეფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა

984. შევიდეს და დიდი შექნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს ვითა ვინ თქვას ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

985. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მზახალი მზახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

986. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაკნისა ბევრათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

987. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე თუცა ყოვნას ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა სწორად ხოცდა შორს და ახლოს თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა

988. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღეკრულსა ცეცხლი მწვავს მოუთმენები გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დავეყენები

989. მართალ არს შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქმს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

990. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემხობის მაგრა თქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

991. მას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

992. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრა წითელი აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

993. ერთსა ჯორსა წვივმაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მას თანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქვამს თუმცა მზე გვეახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა

994. ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ყიდდა თუ ხილსა ხმა ზახილისა მათისა გვანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა

995. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უანბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა

996. აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა კბილთეთრი ბაგე ბალახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა

997. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმადფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი

წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონითგან ნესტან დარეჯანის ძებნად

998. ყმა მიმავალი მიუბნობს მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუე ვაი საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

999. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

1000. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლისა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა