... (A-656), XIX ს.

911. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მსგეფსსა აქა ქვაბსა მომნახევდი მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითა მცა ძაღლი ყეფსა

912. ამა დროსა გარდავსცილდე აქავ ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

913. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბრუნავი

914. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამეტადდეს არ მომისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

915. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ არცა მითქვამს მაგას ვიქმ მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მომხვდეს რაღა ვქმნა არ დია დღეთა გრძელობა

916. საუბარი გარდასწყვიდეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კვლავცა ანატირი ხვალ გაყრის გონებამან სხვა მიმატა ჭირსა ჭირი

917. ლექსთა მკითხველო შენნიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე რაგვარ ძნელია

918. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა თავნი მხეცთავე ალამნეს

919. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოსთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჭირნი ეს ზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი

920. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამე კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს იმგლოვიარეს

921. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორვე შენ ფრიდონ მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა

922. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკე წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

923. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

924. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვინნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინნეს თვალთა ვითა წყაროს თვალნი ცრემლნი ველთა მოადინნეს დიდხან დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს

925. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვინმე უჩნდა ერთმანერთი იზახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახნეს დაღრეჯილნი მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით

წასვლა ავთანდილისგან ფრიდონისასა მულღანზანზარს რომ შეეყარა

926. ვაი სოფელო რას შიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრა ღ~თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

927. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ასწვთებისა ცამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კვლავცა მდენია კვლავცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა დაცამდის კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

928. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთა ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

929. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა ამისთვის არ უმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დაგაგდე მზეო და