... (A-656), XIX ს.

835. ამის მეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალისფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

836. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი

837. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

838. კვლავ იტყვის მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა რა ჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა

839. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფრქვეველი ეძებს უძახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ მდღემდის მოვლო მრავალი ხევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭმუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

840. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ბედსა ჩემსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლენ დღენი ჩემნი ჭირნი ამით გამილხინე

პოვნა ავთანდილისგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა

841. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

842. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა

843. რა ტარიელ დაინახა განაღამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

844. ერთკე უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული კვლავ სხვაგნით ვეფხი უსულო მკვდარი ქვე დანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

845. თვალთა ახმადცა ზარედვა სრულად მიხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკუდილსა მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელდებით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

846. ხელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალდაუფახელსა

847. ესე ყველაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა მათებრი არვინ შობილა

848. უთხრა ძმაო არ გიტყუე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა მხეცთა საჭმლად არ მივიცე

849. ყმამან უთხრა რას შიგან ხარ შენ საქმესა რად იქმ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

850. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

851. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ რას წადილსა აისრულებ ვისთვის კვდები ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

852. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან