... (A-656), XIX ს.

1001. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

1002. მუნ ქარავანი ურიცხვი მისდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა კითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ მათ საუბარი კიდესა

1003. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

1004. გარდახდა კადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვქონან ნაჭარნი

1005. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვჰკადრეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე

1006. თქვენ ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით სახნისის წვერითა ყველავე წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

1007. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვაი თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ ღონე წაგვსლვია რჩომისა

1008. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

1009. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არა ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

1010. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი გია ძელითა

1011. კიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავხოც იმ ყველასა ან სიკვდილი ჩემი დღესა

1012. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

1013. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხშენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევება ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი

1014. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუვალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დახოცნა ხრმალითა

1015. კიოდეს იგი ლაშქარნი ხმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა სახნისი გებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა სხვით არათ არ მოსტყდებოდა

1016. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

1017. მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ხმასა

1018. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქმს სიყვარულსა

1019. კაცო ძალსა ნუ იქადი ნუცა მოკვეხ ვითა მთრვალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაკვეთს შეშა ვის კრა თუნდა ხრმალი

1020. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა