... (A-656), XIX ს.

778. თუ საწუთრომან დამამხვას ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე მლმობელმან

779. მაქვს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღვწიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

780. რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად

781. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის

782. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით ჩემგან წყალობაჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა სისხლითა ფრქვეულსა

783. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წავე გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხართმცა თავითა მტერთაგან საკრძალველითა

784. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

ლოცვა ავთანდილისა მისგითად გაპარვა მისი

785. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულისთქმათაო

786. ღ~თო ღ~თო გეაჯები რომელი ფლობ ქვენათ ზესსა შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა უკეთესსა ნუ ამოფხვრი სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

787. ღ~თო ღ~თო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე

788. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნვა თუმცა ვამნი აზეარნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერამჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

789. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და განმარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულისგული

790. თუღა გახსოვს რა უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესეგვარსა ნუოდეს იქმ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლავდე

791. კვლავ მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კვლავ მაგის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

792. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა კადრებს მან კადროს რაცა ვთქვი მასცა ვინანი

793. რა ვაზირი არ შევიდა კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან სცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვა შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

794. თავდადრეკით იგონებდა გულსა ქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვაზირი შემობრუნდა ფერი კრთა და ქონდა რიდი

795. კვლავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან კითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყველაი ვით წარსულიყო და რულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად