... (A-656), XIX ს.

815. ღამე ილხენდის დღე სჯიდის ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდახდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლავ გაემართის ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა

816. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულმარიხიანი იტყვის დავყარენ ვარდნი და აა მე ვაგლახ იანი

817. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭკლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა

818. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების ვით ეამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსვლა დია ეამების

819. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იტყვის რა წახვე გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

820. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე კრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

821. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჩირად არ მიღირდა რად დავიწყდი რა მივსცილდი რად ვერ გასძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაპირდა მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა

822. კვლავ ქალი ეტყვის მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გავბრჭო მართალი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა

823. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა კიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი სწვიდიან

824. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბო ცნობილსა ენა დაშვრების გაცვთების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

825. ჯერთ მისი მზგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია

826. [...] წამავალსა ვკითხევდი დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღამნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავჰყრი არეთა არ გავსტეხ მას ქადებულსა

827. მას ზენაარსა არ გავსტეხ მას ფიცსა არ ვეცრუები მას პაემნამდის მოვიცდი რაზომ მცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

828. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა სჭირს გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედას ზედისა დავიწყებივარ სიკვდილსა ნახეთ ნაქმარი ბედისა

829. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქმენ რაცა შენი ფერია

830. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბრჭე რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

831. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალისფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვეახელ ვერ მისურვეს ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსლვითა ღ~თსა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ

832. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმრთითა და ღმრთულებრ ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას ვუორგულე წამოვე მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი

833. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არა უტყუვე მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა

834. დაო მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა გავადადრო წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თვარე ბედი აზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვკადრო