... (A-656), XIX ს.

891. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახნა განაღამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისთა კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კვლავ ცნობანი ააჩქარნეს

892. ასმათ თქვა ღ~თო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

893. ტარიელ ეტყვის ჰა დაო მით ცრემლი აქა მდინია საწუთრო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი დავ თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია

894. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს წყალი სდის აროდეს არ გახმობილი ვაი წახდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

895. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს რაგვარ ცხელი

896. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მომშორდეს არ დავზრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

897. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა ცეცხლი მათებრვე გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომელ კვლავ მიწყივ გებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ ეამებოდა

898. მწვადი შეიწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ქონდა ჭამისა დასცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

899. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს

900. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავისთავის მათნი ჭირნი რა გათენდა კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

901. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქმნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დაივიწყე მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა

902. აწ შემიხვეწე ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა მერმე ცეცხლი მედების არ ანაგზები კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სით ა

903. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილ ვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია მით ვარ ხელად

904. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულდათესულისა

905. ღმერთსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა თვალნი ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გაჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს მე სულნი ამომხადენით

906. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია თუცა სოფელი ძვირია რასცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

907. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმარის სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხვად ვიუბნო რაღა მრავლად

908. მან მიბრძანა მადრიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად მაგა შენსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისით კითხვით წამოსრულ ვარ არ მთრვალი და არ მახმურად აწ შევიქცე რა ვუამბო რად მოვეო ჯაბანხრდლურად

909. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

910. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოკვდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა