... (A-656), XIX ს.

759. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრამ საქმე არ მოხდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდე ვინმც მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

760. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად გაჭრა ხელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კვლავ შეჯერებად

761. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ხამს მამაცი გაგულისდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს

762. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არა მოვკრეფ კიტრად ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიმიჩს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გავუშვივარ დავდგე მე რად მას თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად

763. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანასგან ნუ იქმ ქმნილსა ამას ზედა იტირებდი დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

764. დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად

765. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა

766. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა მე რად გავწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

767. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ ვით იტყვიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ შენ არ სჯერ ხარ უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ

768. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გახდის წამისყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

769. რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქმნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვდინების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით მეთნების

770. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფამცა მქონდა ნებისა

771. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა

772. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად

773. მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

774. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუვები ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა რა უარეა მამაცსა სულდიდსა წასლვაგვიანსა

775. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

776. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა იწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

777. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენად კადრებად ამისად სცთების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან სიცოცხლე გქონდა ჟამისად