... (A-656), XIX ს.

853. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რადა ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს სჯობს იქმნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს აღარა ღირს არცა ჩირად

854. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო მაშინ ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწურთოსა რა უქნია უარაკო

855. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქმენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა

856. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვივარ სიკვდილსა დრო მომეახლა ლხენისა

857. ამას მოკვდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით მოდით მოყვარეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

858. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკე მივალ მხიარული მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მომეგებოს ამიტირდეს ამატიროს ჰკითხე ასთა ქმენ გულისა რა გინდ ვინ გივაზიროს

859. მართ გარდაწყვეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა სიკვდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქმნევ რა დავრჩე ხელსა მხდი რასა დამშლიან ჩემნი კავშირნი შევრთვივარ სულთა სირასა

860. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად ამისად სიკვდილი მახლავს ხელქმნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად

861. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ხელი ვითა იქმს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა

862. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა ეტყვის თუ მოკჰვდე გერგების სიტყვითა რა ოხერითა ნუ იქმ არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქმნა სიტყვითა ვერავერითა

863. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა არას გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცთარა თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭნეს დამცამჭნარა ერთსა რასმე გეაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა

864. სადა ინდონი ბროლვარდსა სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა

865. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქმნას შენი საწადელი

866. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა ეამა არ ივაგლახა არ ვებდა

867. ცხადად უთხრა შევჯდებიო მომიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკე წაიყვანა ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩინა

868. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა

869. რა შეატყვა მოჯობება მან სევდისა მუფარახმან გაანათლა პირივარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან

870. შერასმეყვეს საუბარსა სიტყვა ჰკადრა არმალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული

871. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

872. ავთანდილ უთხრა ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არლევა მაგა სამხრის არ ლევასა ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა