ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

775. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი, ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი?” და ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

776. “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოჰჴდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?! და გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერათ ვერა!

777. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვჴამ ხელი მინდორთა მარებლად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებლად? გაჭრა ჴელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! და ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად.

778. “რა მოგშორდე, მაჴსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჴამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, და მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს.

779. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყურისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ, დავდგე მე რად! და მას თუ დასვთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად!

780. “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქ ქნილსა, და ამას ზედა იტირებდი, დაიდენდი თვალთა მილსა”.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის მიმართ ოდეს გაიპარა.

781. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად; და შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

782. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა: და “სიცრუე და ორპირობა ავნებს ჴორცსა, მერმე სულსა”.

783. “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა? არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა! და მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

784. “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყუიან, ვით აქებენ? სცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყვარული აგუამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, და შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

785. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მამცა ძლევა მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ სამზღვარსა დაუსამზღვრებს, ზის უკუდავი ღმერთი ღმერთად, და იგი გაჰჴდის წამისყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

786. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ჴმების, ვარდი ჭკნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რამე ეშვენების; და მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

787. “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა საჴმილთა გზნებისა; და სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

788. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამათაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, და არვის ძალ-უც ჴორციელსა განგებისა გარდავლენა.

789. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამჴდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად; და მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

790. “მეფეო, ესე თათბირი, მამკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა? ვერ ვეცრუები, ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა, და პირის პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

791. არ დავიწყება მოყურისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა უაუგოსა, ცრუსა და ღალატიანსა. ვერ ვეცრუები, ვერ უზამ მას ჴელმწიფესა მზიანსა. და რა უარეა მამაცსა სულ დიდსა, წასლვა გვიანსა!

792. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? და სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

793. “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოვანი. და სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!