... (H-740), XVIII ს.

747. [იგი: წავიდეს]: დაბრუნდება: ყმა: გზას: თავის: წინ[....] ვის: გავს: ტანი: საროსა: და: ვის: გული: რკინ[.........] მიაცურებს: და: მიუბნობს: მოსთქვამს: მისსავე: ლხინ[.....] ნარგისნი: ქუხან: ცრემლსა: ღვრის: ჩარცხის: ბროლსა: დამი[..]

748. ვინცა: [გზას]: ნახის: უცხონი: მსახურებდიან: ჰყმობდი[...] მეხვეოდეს: საჭვრეტლად: მას: ზედა: სტრფიალობდი[.....] ეძნელებოდის: გაშვება: გაყრასა: ძლივ: დასთმობდი[......] გზასა: ყოლაუზი: მისციან: ჰკითხის: რა: უამბობდი[......]

749. [მულღაზანზარს]: მიიახლა: ადრე: დალევს: გზასა: გრძ[..] მინდორს: ნახა: სპა: ლაშქართა: და: ნადირთა: ჰგ[.......] ყოლგნით: ალყა: შემორტყმოდა: მოსდგომოდეს: გ[.......] ისვრიან: და: იზახიან: მხეცთა: სჭრიან[..............]

750. [კაცი: ემთხვია]: მას: ჰკითხეს: ამბავი: მის: ლაშ[.....] უბრძანა: იქა: ვისია: ჴმა: ზათქისა: და: ზა[.........] მან: უთხრა: ფრიდონ: ჴელმწიფე: მეფე[...........] იგი: ნადირობს: შეკრავს: ნაპირი: ველ: შამბნარისა:

751. [მათ: ლაშქართაკე]: წავიდა: მით: უსახოთა: ქცევითა: გამხიარულდა: შვენება: მის: ყმისა: ვთქვამცა: მევითა: მისთა: გამყრელთა: დააზრობს: გამყრელთა: დასწვამს: მზევითა: ნახვა: მჭვრეტელთა: ახელებს: ტანი: ლერწმისა: ხვევითა:

752. [მათ: ლაშქართა]: ყოლბს: შვა: ორბი: სითმე: გარდმოფრინდა: ყმამან: ცხენით: შეუტია: გაამაყდა: არ: შეშინდა: შეშსტყორცა: და: ჩამოაგდო: დაეცა: და: სისხლი: სდინდა: გარდაჴდა: და: ფრთენით: დასჭრა: წყნარად: შეჯდა: არაქშინდა:

753. [იგი: რა: ნახეს]: მესროლთა: სროლას: მოეშლებოდეს: ალყა: დაშალეს: მოვიდეს: მოეხვეოდეს: ბნდებოდეს: იქით: და: აქეთ: უვლიდეს: ზოგნი: უკანა: ჰყვებოდეს: ვერცა: ჰკადრებდეს: ვინახარო: ვერცარას: ეუბნებოდეს:

754. [მინდორსა: შუა]: გორი: დგას: ფრიდონ: მას: ზედა: დგებოდა: ღირსი: მისთანა: სროლისა: ორმოცი: კაცი: ხლებოდა: მუნ: დაემართა: ავთანდილ: მას: თანა: ყოლბი: ჰყვებოდა: [....]ნს: უკვირდა: რაქნესო: მისთა: სპათათვის: სწყრებოდა:

755. [ფრიდონ: მონა]: გამოგზავნა: წა: ნახეო: ისი: სპანი: [....]ყა: რად: მოშალეს: სად: მიდიან: ვითა: ბრმანი: [..........]ა: მოეგება: ნახა: მორჩი: სარო: ტანი: [...........................................................................]

756. [..................................................................................................................] მას: ყმასა: უჭურეტს: შეფრფინვით: პირსა: ელვათა: მკრთომელსა: ავთანდილ: უჴმო: ეუბნა: კაცსა: არ: სიტყუა: მცთომელსა: ვისნი: ხართ: ვინხართ: რა: ჰქუიან: მეფესა: აქა: მჯდომელსა:

757. წურილად: მითხარ: ყუელაკაი: ყმა: მას: კაცსა: ეუბნების: რა: ლარია: უფრო: ძვირად: ან: იეფად: რა: იხსნების: ჰკადრა: ვხედავ: პირი: შენი: მზისა: პირად: შემეცნების: რაცა: ვიცი: მართლად: გკადრებ: მრუდი: არა: არ: გემცნების:

758. ესეა: ზღვათა: სამეფო: თვისა: ათისა: სავლითა: თვით: გულანშაროს: ქალაქი: სავსე: ტურფითა: მრავლითა: აქ: მოდის: ტურფა: ყუელაი: ზღვა: ზღვა: ნავითა: მავლითა: მელიქ: სურხავი: ჴელმწიფობს: სრული: სვითა: და: დავლითა:

759. აქა: მოსულითა: გაყმდების: კაციცა: იყო: ბერები: სმა: გახარება: თამაში: არს: ნიადაგ: სიმღერები: ზამთარ: და: ზაფხულ: სწორად: გვაქუს: ყუავილი: ფერად: ფერები: ვინცა: გუიცნობენ: გუნატრიან: იგიცა: ვინა: მტერები:

760. დიდ: ვაჭარნი: სარგებელსა: ამისებრსა: ვერ: ჰპოებენ: იყიდიან: გაჰყიდიან: მოიგებენ: წააგებენ: გლახა: თვე: ერთ: გამდიდრდების: სავაჭროსა: ყუელგნით: კრებენ: უქონელნი: წელიწდამდის: საქონელსა: დაიდებენ:

761. მე: ვარ: მებაღე: უსენის: ვაჭართა: უხუცესისა: ესეცა: კადრო: ამბავი: საქმე: მისისა: წესისა: თვით: ესე: ბაღი: მისია: თქუენი: სადგომი: დღესისა: პირველ: მას: მართებს: ჩვენება: ყოვლისა: უტურფესისა:

762. რა: შემოვლენ: დიდ: ვაჭარნი: მას: ნახვენ: და: ძღვენსა: სძღვნიან: უჩვენებენ: რაცა: ჰქონდეს: სხვაგან: ლარსა: ვერ: გახსნიან: უტურფესთა: სეფედ: დასხმენ: ფასსა: მუნვე: დაუთულიან: მათ: მაშინვე: ააზატებს: ვითა: სწადდეს: დაჰყიდიან:

763. თქუენებრთა: საბატიოთა: მათ: მართებს: გამოსვენება: დამყენებელთა: უბრძანებს: მართებდეს: ვის: დაყენება: აწ: იგი: აქა: არ: არის: რას: მარგებს: მისი: ხსენება: გამოგებვა: და: წაყუანა: მას: მართებს: თქუენი: ქენება:

764. ფატმან: ხათუნ: შინა: არის: ხათუნი: და: ცოლი: მისი: პურად: კარგი: მასპინძელი: მხიარული: ართუ: მქისი: მას: ვაცნობო: მოსულა: თქუენი: წაგიყუანოს: ვითა: თვისი: წინა: კაცთა: მოგაგებებს: ქალაქს: შეხვალ: ნათლივ: დღისი:

765. ავთანდილ: უთხრა: წადიო: აგრე: ქენ: რაცა: გწადიან: მებაღე: მირბის: ახარებს: ოფლი: მკერდამდის: ჩასდიან: ხათუნსა: უთხრა: ამბავი: მე: ესე: დამიქადიან: ყმა: მოვა: მისთა: მჭურეტელთა: შუქნი: მზედ: გაიცადიან:

766. ვაჭარი: ვინმე: პატრონი: არს: ქარავნისა: დიდისა: საროსა: მგზავსი: ნაზარდი: მთვარეცა: დღისა: შვიდისა: შვენის: ჯუბა: და: მოხუევა: ძოწეულისა: რიდისა: მე: მიჴმო: მკითხა: ამბავი: და: ნირი: ლართა: სყიდისა: