... (Q-609), XIX ს.

760. რაზომცა სწყრები შემინდევ: შეცვლა თქვენისა მცნებისა: ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე მაგისისა თნებისა: აწ წასვლა იყო წამალი: ჩემთა სახმილთა გზნებისა: სადა გინდ ვიყო რა მგამა: ყოფაცა მქონდეს ნებისა:

761. არას გარგებს სიმძიმილი: უსარგებლო ცრემლთა დენა: არ გარდავა გარდუვალად: მომავალი საქმე ზენა: წესი არის მამათაგან: მოჭირვება ჭირთა თმენა: არვის ძალუც ხორციელსა: განგებისა გარდავლენა:

762. რაცა ღ~თსა გაუგია: თავსა ჩემსა გარდასავლად: გარდამხდეს და შემოვიქცე: აღარ დამრჩეს გული ავლად: თქვენვე გნახე მხიარულნი: დიდებით და დავლა მრავლად: მას რა ვარგო დიდებად და: კმარის ესე ჩემთვის დავლად:

763. მეფეო ესე თათბირი: მამკალ ვინ დამიწუნოსა: მეფეო ნუთუ წასვლამან: თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა: ვერ ვეცრუები ვერ უზამ: საქმესა საძაბუნოსა: პირის პირ მარცხვენს ორნივე: მივალთ მას საუკუნოსა:

764. არ დავიწყება მოყვრისა: აროდეს გვიზამს ზიანსა: ვგმობ კაცსა უაუგოსა: ცრუსა და ღალატიანსა: ვერ ვეცრუები ვერ უზამ: მას ჴელმწიფესა სვიანსა: რა უარია მამაცსა სულ დიდსა: წასულა გუიანსა:

765. რა უარეა მამაცსა: ომშიგან პირის მხმეჭელსა: შემდრკალსა შეშინებულსა: და სიკუდილისა მეჭველსა: კაცი ჯაბანი რათა სჯობს: დიაცსა ქსლისა მბეჭველსა: სჯობს სახელისა მოხვეჭა: ყოველსა მოსახვეჭელსა:

766. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა: გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი: მისგან ყოველი გასწორდეს: სუსტი და ძალ გულოვანი: ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან: ერთგან მოყმე და მხცოვანი: სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა: სიკვდილი სახელოვანი:

767. მერმე ვიშიშვი მეფეო: თქვენად კადრებად ამისად: სცდების და სცდების სიკუდილსა: ვინ არ მოელის წამისად: მოვა შემყრელი ყოველთათვინ: ერთგან დღისა და ღამისად: თუ ვერა გნახნე ცოცხალმან: სიცოცხლე მქონდეს ჟამისად:

768. თუ საწუთრომან დამამჴოს: ყოველთა დამამჴობელმან: ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად: ვერ დამიტიროს მშობელმან: ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა: და ვერცა მისანდობელმან: მუნ შემიწყალოს თქუენმავე: გულმან მოწყალე ლმობილმან:

769. მაქუს საქონელი ურიცხვი: ვერვისგან ანაწონები: მიეც გლახაკთა საჭურჭლე: ათავისუფლე მონები: შენ დაამდიდრე ყოველი: ობოლი არას მქონები: მიღვწიან მამიგონებენ: დამლოცვენ მოვეგონები:

770. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს: საჭურჭლესა დასადებლად: მიეც ზოგი ხანაგათა: ზოგი ხიდთა გასადებლად: ნურა ნუ გშურს საქონელი: ჩემი ჩემთვის წასაგებლად: შენგან კიდე არვინ მივის: ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად:

771. ამას იქით ჩემგან ჩემი: ამბავიცა არ გეცნევის: ამად გვედრებ სულსა ჩემსა: წიგნი გკადრებს არ გეთნევის: არას არგებს ეშმაკისა: საქმეთაგან დაეძლევის: შემინდევ და შემივედრე: მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის:

772. გვედრებ მეფეო შერმადინს: მონასა ჩემსა რჩეულსა: ნაკად აქუს ჭირი სამისოდ: ამ წელიწადსა წლეულსა: ნუგეშინის ეც წყალობით: ჩემგან წყალობა ჩვეულსა: ნუ დაადინებ თვალთაგან: ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა:

773. გასრულდა ჩემი ანდერძი: ჩემგან ნაწერი ჴელითა: აჰა გამზრდელო მოგშორდი: წაველ გულითა ხელითა: ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი: ნუ ხართ მოსილნი ბნელითა: სუფევითამცა ხარ თავითა: მტერთაგან საკრძალველითა:

774. მისცა ანდერძი შერმადინს: რა გაათავა წერითა: უთხრა ჰკადრეო მეფესა: საქმითა მეცნიერითა: შენ დაგამეტებს ვერავინ: მსახურებითა ვერითა: მოეხვია და ატირდა: ცრემლითა სისხლთა ფერითა:

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითას გაპარვა მისი:

775. ილოცავს იტყვის მაღალო: ღ~თო ჴმელთა და ცათაო: ზოგჯერ მამცემო პატიჟთა: ზოგჯერ კეთილთა მზათაო: უცნაურო და უთქმელო: უფალო უფლებათაო: მომეც დათმობა სურვილთა: მფლობელო გულის თქმათაო:

776. ღ~თო ღ~თო გეაჯები: რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა: შენ დაჰბადე მიჯნურობა: შენ აწესებ მისსა წესსა: მე სოფელმან მამაშორვა: უკეთესსა ჩემსსა მზესა: ნუ ამოფხვრი სიყვარულსა: მისსა ჩემთვის დანათესსა:

777. ღ~თო ღ~თო მოწყალეო: არვინ მივის შენგან კიდე: შენგან ვითხოვ შეწევნასა :რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა: ღამით მავნე გამარიდე: თუღა დავრჩე გმსახურებდე: შენდა მსხვერპლსა შევსწირდე:

778. რა ილოცა ცხენსა შეჯდა: მალვით კარნი გაიარნა: შერმადინცა დააბრუნა: თუმცა ვამნი ადიადნა: მონა ტირს და მკერდსა იცემს: საბრალომან ცრემლი ღვარნა: პატრონისა ვერა მჭვრეტმან: ყმამან რამცა გაიხარნა: