... (W-27), XVII ს.

755. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მჴდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი

756. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა

757. წყნარად უთხრა შევჯდებიო მომიყუანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მონდორთაკენ წაიყუანა ტანი მჭევრი აძურევინა ცოტა წავლო სიარულმან მოჯობება დააჩნინა

758. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შუენიერთა მისთვის ძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შიაერთა

759. რა შეატყვა მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყუა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან

760. შერასმეჰყვეს საუბარსა სიტყუა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამჴრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული როგორ გიყუარს როგორ გიღირს თქუი დავიღო მერმე სული

761. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

762. ავთანდილ უთხრა ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქუამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამჴრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმესა უარესისა რჩევასა

763. სამჴრე გაბია ოქროსა ოქრო მჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყუიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭურეტი თვით მერმე თქუენი დობილი

764. თქუენს შუა მქნელი საქმისა შენგან ნაჴმობი დობისა თქუენი შემყრელი მსახური შენგან ღირსქმნილი ჴმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიჴდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

765. მან უბრძანა რაცა გითქუამს უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭურეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად

766. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი ვერა შემართო საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გუელსა ჴურელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

767. ამას ეტყუის შენთუის დავსდებ გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულება თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იჴმარებ რას ჴელსა ჰჴდი საუნჯესა დაფარულსა

768. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკუდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდა და გამარჯუება ღ~თსა უნდეს მოცაგჴუდების

769. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერთა მწურთელი უყვარს უგუნურსა გულსა ჰგუმირდეს მაგრა რა ვჰქნა როგორ გავსძლო მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს

770. ცვილსა ცეცხლის სამჴურვალე უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცავისრა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი ჩემი გული რაგვარ დნების

მბობა ტარიელისა ავთანდილთან ლომ ვეფჴვის დაჴოცვისა

771. რა წამეკიდა ყუელაი წურილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქუაბს ვეღარ გავსძელ მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა

772. ამა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფჴი შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

773. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფჴი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამგზავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხვი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი