... (H-741), XIX ს.

761. მე ვითა ვთქვა უებრობა: სიკეთე და ქება მისი: კაცი იყო საქმისაცა: შესაფერი შესატყვისი: ასრე უნდა სამსახური: გავიდოდეს ვისცა ვისი: ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ: უნდა ძმა და თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა:

762. შერმადინს ეტყვის უბრძანებს: პირ მზე ნათელთა მფენელი: ესე დღე არის იმედი: ჩემის გულისა მლხენელი: შენგან თავისა შენისა: საჩემოდ გამომჩენელი: მქებრად ამბისა მათისა: ხამს მკითხავი და მსმენელი:

763. იტყვის როსტან არ გამიშვა: არცა სიტყვა მამისმინა: მან არ იცის რათ ვინა და: სულდგმულია ვისგან ვინა: უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ: ნუცა გარე ნუცა შინა: რაცა საქმე უსამართლო: ღ~თნ ვისმცა შეარჩინა:

764. თუმცა მისი არ გაწირვა: ჩემგან მტკიცობს არ სათუობს: ყოვლი ცრუ და მოღალატე: ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს: გული მისი უნახავი: ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს: ლხინსა არას არ იახლებს: ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს:

765. სამი არის მოყურისაგან: მოყურობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა: სიშორისა ვერ მოთმენა: მიცემა და არას შური: ჩუქებისა არ მოწყენა: გავლენა და მოჴმარება: მისად რგებად ველთა რბენა:

766. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა: ჟამია შემოკლებისა: აწ გაპარვაა წამალი: ამა გულისა ხლებისა: რასაცა გვედრებ ისმენდი: ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა: შენ გაამაგრე დაჭირვა: ჩემისა ნასწავლებისა:

767. აწ მეფეთა სამსახურად: პირველ თავი დაამზადე: სიკეთე და უკლებრობა: შენი ერთობ გააცხადე: სახლი ჩემი შეინახე: სპათა ჩემთა ეთავადე: სამსახური აქამდისი: კვლავ გავლენა გააკვლადე:

768. მტერთა ჩემთა ენაპირე: ძალი ნუმცა მოგაკლდების: ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს: ორგულნიმცა შენნი კვდების: შემოვიქცე ვალი შენი: ჩემგან კარგად გარდიხდების: პატრონისა სამსახური: არაოდეს არ წახდების:

769. ესე ესმა ცრემლი ცხელი: შერმადინსა თვალთა სდინდი: მოახსენა მარტოობით: ჭირსა რადმცა შეუშინდი: მაგრა რა ვქნა უშენომან: დამეცემის გულსა ბინდი: წამიტანე სამსახურად: მოგეჴმარვი რაცა გინდი:

770. ვის ასმია მარტოსაგან: ღარიბობა ეგზომ დიდი: ვის ასმია პატრონისა: ჭირსა შიგან ყმისა რიდი: დაკარგულსა გიგონებდე: რა ვიქნები აქა ფლიდი: ყმამან უთხრა ვერ წაგიტან: რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი:

771. შენგან ჩემი სიყვარული: ვითამც არა დამეჯერა: მაგრა საქმე არ მოხდების: ჟამი ასრე დამემტერა: ვის მივანდო სახლი ჩემი: შენგან კიდე ვინც ეფერა: გული დადევ დაიჯერე: ვერ წაგიტან ვერა ვერა:

772. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ: ხელი მინდორთა მე რებად: არ მარტო უნდა გაჭრილი: სისხლსა სისხლითა ღვარებად: გაჭრა ხელია მიჯნურთა: რად სცალს თავისა ბერებად: ასრეა ესე სოფელი: შესჯერდი კვლა შეჯერებად:

773. რა მოგშორდე მახსენებდი: სიყვარული ჩემი გქონდეს: არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა: თავი მონად მამიმონდეს: ხამს მამაცი გაგულოვნდეს: ჭირსა შიგან არ დაღონდეს: მძულს რომ კაცსა სააუგო: საქმე არა არ შესწონდეს:

774. მე იგი ვარ ვინ სოფელსა: არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად: ვის სიკვდილი მოყვრისათვის: თამაშად და მიჩანს მღერად: ჩემსა მზესა დავეთხოვე: გაუშვივარ დავდგე მე რად: თუ მას დავჰთმობ სახლსა ჩემსა: ვეღარ დავთმობ ვისა მე რად:

775. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ: როსტანს წინა დაწერილსა: შენ შეგვედრებ დაგიჭიროს: ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა: მოვჰკვდე თავსა ნუ მოიკლავ: სატანისგან ნუ იქ ბნელსა: ამაზედა იტირებდი: დაიდებდი თვალთა მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

776. დაჯდა წერად ანდერძისა: საბრალოსა საუბრისად: ჱე მეფეო გავიპარე: ძებნად ჩემგან საძებრისად: ვერ დავდგები შეუყრელად: ჩემთა ცრემლთა მამდებრისად: შემინდევ და წამატანე: მოწყალება ღ~თაებრისად:

777. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ: ამა ჩემსა გაზრახულსა: კაცი ბრძენი ვერ გასწირავს: მოყვარესა მოყვარულსა: მე სიტყვასა ერთსა გკადრებ: პლატონისგან სწავლა თქმულსა: სიცრუვე და ორ პირობა: ავნებს ხორცსა მერმე სულსა:

778. რადგან თავი სიცრუვეა: ყოვლისა უბედობისა: მე რად გავწირო მოყვარე: ძმა უმტკიცესი ძმობისა: არა ვიქ ცოდნა რას მარგებს: ფილასოფოსთა ბრძნობისა: მით ვისწავლიდით მოგვეცეს: შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა: