... (H-403), 1818 წ.

761. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქენ: ცთომით არ წამკიდებია჻ ვიაზრე გამიწყრებოდა: ჭმუნვა მით გამდიდებია჻ განგებით ქნილსა რისხვასა: ვერავინ დარიდებია჻ შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს: ჭირი არ გამცუდებია჻

762. ყმამან უთხრა აღარ წასლვა: არ ეგების ჩემგან აროს჻ იადონი მაშინ მოუკვდეს: ოდეს ვარდმან იდამჭნაროს჻ ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა: მისთვის თავი ყოვლგნით აროს჻ ვერ უპოოს რა ქნას ანუ: გული რითა დაიწყნაროს჻

763. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ: ჯდომასა ვერცა წოლასა჻ მართ ნადირთაებრ გაჭრასა: ვირჩევ მათთანა რბოლასა჻ ასრე გასრულსა რად მნუკევს: მისთა მებრძოლთა ბრძოლასა჻ სჰჯობს უყოლობა კაცისა: მომდურავისა ყოლასა჻

764. მოვახსენებ ერთხელ კულაცა: აწ რაზომცა მეფე წყრების჻ ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი: ვით იწვის და ვით ენთების჻ არ გამიშვებს გავიპარვი: რა იმედი გარდასწყდების჻ მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი: სოფელიცა გაქარდების჻

765. მოიუბნეს ვაზირმან ქნა: ჭამა სმანი მათნი ფერნი჻ უმასპინძლა ძღვენი უძღვნა: შვენიერსა შვენიერნი჻ მისნი მყოლნი ავეავსნა: მოყმენი თუნდა ბერნი჻ გაიყარნეს ყმა წავიდა: სახლად ჩადგეს მზისა წვერნი჻

766. შეკრა წითელი ასი ათასი: პირად მზემან და ტანად სარომან჻ სამასი თავი სტავრა ატლასი: უხვმან და მიუმხვდარომან჻ სამოცი თვალი ლალ იაგუნდი: ფერად მათმან საურაომან჻ კაცი გაგზავნა ვეზირისასა: ესე ყველაი მისთვის არო მან჻

767. შესთვალა თუ რაცა გმართებს: ვით მოგცე და ვით გაქონო჻ ვალთა შენთა გარდასახდელი: რა ნაცვალი მოვიგონო჻ თუღა დავრჩე შენთვის: მოვჰკვდე თავი ჩემი დაგამონო჻ სიყვარული სიყვარულსა: შეგიცვალო შეგიწონო჻

768. მე ვითა ვთქვა უებრობა: სიკეთე და ქება მისი჻ კაცი იყო საქმისაცა: შესაფერი შესატყვისი჻ ასრე უნდა სამსახური: ჰგავიდოდეს ვისცა ვისი჻ ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ: უნდა ძმა და თვისი჻

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა჻

769. შერმადინს ეტყვის უბრძანებს: პირ მზე ნათელთა მფენელი჻ ესე დღე არის იმედი: ჩემის გულისა მლხენელი჻ შენგან თავისა შენისა: საჩემოდ გამომჩენელი჻ მქებრად ამბისა მათისა: ჴამს მკითხავი და მსმენელი჻

770. იტყვის როსტან არ გამიშვა: არცა სიტყვა მამისმინა჻ მან არ იცის რათ ვინა და: სულდგმულია ვისგან ვინა჻ უმისომცა ნუ ვჰსცოცხალ ვარ: ნუცა გარე ნუცა შინა჻ რაცა საქმე უსამართლო: ღ~თნ ვისმცა შეარჩინა჻

771. თუცა მისი არ გაწირვა: ჩემგან მტკიცობს არ სათუობს჻ ყოვლი ცრუ და მოღალატე: ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს჻ გული მისი უნახავი: ტირს და სულთქუამს ვაებს უშობს჻ ლხინსა არას არ იახლებს: ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს჻

772. სამი არის მოყურისაგან: მოყურობისა გამოჩენა჻ პირველ ნდომა სიახლისა: სიშორისა ვერ მოთმენა჻ მიცემა და არას შური: ჩუქებისა არ მოწყენა჻ გავლენა და მოჴმარება: მისად რგებად ველთა რბენა჻

773. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა: ჟამია შემოკლებისა჻ აწ გაპარვაა წამალი: ამა გულისა ხლებისა჻ რასაცა გვედრებ ისმენდი: ვირე დრო გქონდეს ხლებისა჻ შენ გაამაგრე დაჭირვა: ჩემისა ნასწავლებისა჻

774. აწ მეფეთა სამსახურად: პირველ თავი დაამზადე჻ სიკეთე და უკლებრობა: შენი ერთობ გააცხადე჻ სახლი ჩემი შეინახე: სპათა ჩემთა ეთავადე჻ სამსახური აქამდისი: კულავ გავლენა გააკვლადე჻

775. მტერთა ჩემთა ენაპირე: ძალი ნუმცა მოგაკლდების჻ ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს: ორგულნიმცა შენნი კვდების჻ შემოვიქცე შენი ჩემგან: ვალი კარგად გარდიჴდების჻ პატრონისა სამსახური: არაოდეს არ წახდების჻

776. ესე ესმა ცრემლი ცხელი: შერმადინსა თვალთა სდინდი჻ მოახსენა მარტოობით: ჭირსა რადმცა შეუშინდი჻ მაგრა რა ვჰქნა უშენომან: დამეცემის გულსა ბინდი჻ წამიტანე სამსახურად: მოგეჴმარვი რაცა გინდი჻

777. ვის ასმია მარტოსაგან: ღარიბობა ეგზომ დიდი჻ ვის ასმია პატრონისა: ჭირსა შიგან ყმისა რიდი჻ დაკარგულსა გიგონებდე: რა ვიქნები აქა ფლიდი჻ ყმამან უთხრა ვერ წაგიტან: რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი჻

778. შენგან ჩემი სიყვარული: ვითამც არა დამეჯერა჻ მაგრა საქმე არ მოჴდების: ჟამი ასრე დამემტერა჻ ვის მივანდო სახლი ჩემი: შენგან კიდე ვინც ეფერა჻ გული დადევ დაიჯერე: ვერ წაგიტან ვერა ვერა჻

779. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჴამ: ხელი მინდორთა მე რებად჻ არ მარტო უნდა გაჭრილი: სისხლსა სისხლითა ღვარებად჻ გაჭრა ხელია მიჯნურთა: რად სცალს თავისა ბერებად჻ ასრეა ესე სოფელი: შესჯერდი კულა შეჯერებად჻