... (H-302), 1803 წ.

758. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა, ვინ მიჯნური არ ჰყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა, ვის უქმნია შენი მჰსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა, რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა-

759. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი, აპირებენ ამა პირსა, ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა, ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა, თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა-

760. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს ჰსტირ და მჴეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ, ვისთვის ჰკუდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიმდურვებ, თავსა მჰრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ-

761. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან, ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან, მითხარ უსახო რა ჰქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან, არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან-

762. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად, მიკვირს რად ხარ ეკლიანი, ჰპოვნა შენი რადგან ჭირად, მან ჰსთქუა ტკბილსა მწარე, ჰპოვებს სჯობს იქნების რაცა ძვირად, ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად-

763. რადგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო, მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო, უბოროტო ვის ასმია, რაცა საქმე საეშმაკო, რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო-

764. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა, რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ ჰსჯობდეს არ გეტყვი, რად მეჭუ რასაცა თნებასა-

765. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძვრაცა არ ძალმიც ენისა, ძალი არა მაქუს ხელქმნილსა, შენთა სიტყუათა სმენისა, რად ადვილად გიჩნს მოთმენა, ჩემთა სასტიკთა სენისა, აწ მივჰსწურვილვარ სიკუდილსა, დრო მომეახლა ლხენისა-

766. ამას მოკუდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით, აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ, კვლავ რამე გავიხარენით, მოყურეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით-

767. საყუარელმან საყუარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს, მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს, მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს ამატიროს, ჰკითხე ასთა ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს-

768. მართ გარდაწყუჱტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა, სიკუდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა, არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ, რა დავრჩე ჴელსა მჴდი რასა, დამშლიან ჩემი კავშირნი, შევრთვიან სულთა სირასა-

769. რა ჰსთქუი რას იტყვი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკუდილსა ვხედავ ახლორე, ჴელს სიცოცხლე მაქუს წამისად, აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ღამი სად-

770. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ჴელი ვითა იქმს ბრძნობასა, ეგ საუბარი მაშინ ჴამს, თუცაღა ვიყო ცნობასა, ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა, მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა-

771. კულავ ეუბნების ავთანდილ, სიტყვთა მრავალ ფერითა, ეტყვის რამ მოჰკუდე გერგების, სიტყვითა რა ოჴერითა, ნუ იქ არა ჰსჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა, ვერ წაიყუანა ვერა ჰქმნა, სიტყუითა ვერა ვერითა-

772. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მომისმენ არას არა, არას გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა, თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა, ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ამდუღარა-

773. სადა ჲინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორუჱ წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა, ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვჰსთქუა რითა-

774. ნუ გამჰგზავნი გულ მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მდგმელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი, მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი-

775. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა, დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა-

776. ცხადად უთხრა შევჯდებიო, მამიყვანე ცხენი წინა, მან მოჰგუარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა, მინდორთაკენ წაიყუანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ცოტად წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა-

777. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შუჱნიერთა, მისთვის ჰსძვრიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა, მისი სმენა გააყმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა, მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა-